მხრეულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მხრეულა
Aeshna cyanea
Aeshna cyanea
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნემსიყლაპიები
გვარი:  მხრეულა
ლათინური სახელი
Aeshna

მხრეულა (ლათ. Aeshna) — მწერების გვარი ნემსიყლაპიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 7 სმ, ფრთების შლილი — 10 ამ აღწევს. კაშკაშა ფერისაა. აქვთ დიდი, პრიალა თვალები, რომლებიც კეფაზე ერთმანეთს ეხება. გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, საკმაოდ ფართოდ — საქართველოშიც. დაფრინავენ ძალიან სწრაფად. მტაცებლებია, იკვებებიან მწერებით, მათ შორის მავნებლებითაც. მხრეულას მატლი ზოგჯერ თევზების ლიფსიტებსაც ჭამს. თვითონ კი თევზების საკვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]