მცირე გრიზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცირე გრიზონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galictis cuja (Molina, 1782)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41639

მცირე გრიზონი (ლათ. Galictis cuja) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 280–508 მმ, კუდისა 120–193 მმ, მასა 1–2,5 კგ. დრუნჩი, მუცელი და თათები შავი აქვს, სხეულის ზედა ნაწილი ყვითელ-რუხ ან ყავისფრად არის შეფერილი. შუბლსა და კისრის გვერდებზე გასდევს თეთრი ლაქა. გავრცელებულია არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, ჩილის, პარაგვაისა და პერუს ტერიტორიაზე. გვხვდება ღია ჰაბიტატებში, უკიდურესად მშრალ გრან-ჩაკოში, ხშირ ბარდებში, წყალთან ახლოს, ფოთლოვან და მარადმწვანე ტყეებში, სავანებში და მთის რაიონებში 4200 -მდე. აგრეთვე ბინადრობს პამპასების სასოფლო-სამეურნეო რაიონებში. იკვებება მცირე ძუძუმწოვრებით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ხვლიკებით, ამფიბიებითა და ნაყოფებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]