მუსასირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუსასირი (ასურულად - მუცაცირი, ურარტულად - არდინი) — ქალაქ-სახელმწიფო ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებში ურარტუსა და ასურეთს შორის. მოსახლეობა, სავარაუდებელია, შერეული - ასურულ-ურარტული იყო. IX საუკუნის მიწურულში ურარტუს მეფეებმა იშფუინიმ და მენუამ შეიერთეს მუსასირი. აქ იყო ურარტუს მთავარი ღმერთის ხალდის საკულტო ცენტრი. ძვ. წ. 714 წელს მუსასირის მეფე ურზანა დაამარცხა ასურეთის მეფემ სარგონ II-მ გაძარცვული მუსასირის ქონების აღწერილობა ურარტუს მატერიალური კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]