მურთაზ შელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურთაზ შელია
მურთაზ შელია „მანჩესტერ სიტიში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მურთაზ შელია
დაბადების
თარიღი
25 მარტი, 1969 (1969-03-25) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპარტაკი ცხინვალი (პრეზიდენტი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1990 ამირანი ოჩამჩირე 28 (3)
1991–1994 დინამო თბილისი 74 (2)
1994 ზაარბრიუკენი 18 (1)
1995 დინამო თბილისი 15 (3)
1995–1997 სპარტაკ-ალანია ვლადიკავკაზი 62 (9)
1997–2000 მანჩესტერ სიტი 15 (2)
2000 დინამო თბილისი 3 (1)
2000–2001 ლოკომოტივი თბილისი 7 (2)
ეროვნული ნაკრები
1994–1998 საქართველო 29 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მურთაზ შელია (დ. 25 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 29 მატჩი. 2013-14 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ შელია ცხინვალის „სპარტაკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის „დინამოსთან“ ერთად შელიამ მოიგო საქართველოს ჩემპიონატის ზედიზედ ხუთი სეზონი 1991 დან 1995 წლამდე[1]. 1995 წელს მურთაზი შეუერთდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის „სპარტაკი–ალანიას“, იგი დაეხმარა კლუბს გამხდარიყო რუსეთის ჩემპიონი პირველივე სეზონში[2].

2 წლის შემდეგ შელია შეუერთდა ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“, სადაც მის ყოფილ თანაგუნდელს თბილისის „დინამოში“, გიორგი ქინქლაძეს თავი დამკვიდრებული ჰქონდა[3]. მან მისი დებიუტი გოლით აღნიშნა „ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ, თუმცა ის მატჩი მისმა გუნდმა 2–1 დათმო. ექვსი კვირის შემდეგ მას დაცვის ხაზში შეურთდა კიდევ ერთი ქართველი, კახაბერ ცხადაძე, მაგრამ იმ სეზონში ხშირი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა და მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ. სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტი“ დაქვეითდა პირველად მის ისტორიაში. შემდეგ სეზონში შელიამ ითამაშა მხოლოდ სამი მატჩი, მისი ბოლო მატჩი იყო 1998 წლის ოქტომბერში „რედინგის“ წინააღმდეგ, სადაც კარიერისთვის საბედისწერო ტრავმა მიიღო. 2000 წელს შეწყდა კონტრაქტი და შესვენების შემდეგ თამაში განაგრძო თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც 2001 წელს კარიერა დაასრულა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია 2–ჯერ: 1995, 1996

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველო - ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები (ინგლისური). RSSSF. ციტირების თარიღი: 2009-04-02.
  2. ქართული ფეხბურთი სისუსტეები (ინგლისური). When Saturday Comes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-02. ციტირების თარიღი: 2009-04-02.
  3. ბაქლი, ენდი; ბარგესი, რიჩარდ (2000). Blue Moon Rising: The Fall and Rise of Manchester City. Bury: Milo. ISBN 0-9530847-4-4.  გვ.101, 149