მოჩვენებებზე მონადირეები (ფრენჩაიზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჩვენებებზე მონადირეები
შემქმნელი დენ ეიკროიდი
ჰაროლდ რემისი
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი
ტელესერიალები
აუდიო
ორიგინალური მუსიკა „Ghostbusters“

მოჩვენებებზე მონადირეები (ინგლ. Ghostbusters) — პერსონაჟები და სერიალი, შექმნილი 1984 წელს. სერიალი შეიქმნა ფილმის „მოჩვენებებზე მონადირეები“ გავლენით.

სიუჟეტის მიხედვით, ნიუ იორკში ცხოვრობს რამდენიმე ექსცენტრიული პარაფსიქოლოგი, რომელიც იძიებს პარანორმალურ მოვლენებს. ძირითადად, ეს მოვლენები დაკავშირებულია მოჩვენებებთან. რაზმის ოთხი წევრი, პიტერი, იგონი, რეი და უინსტონი სპეციალური სხივებით ზებუნებრივ არსებებს (სულებს, მოჩვენებებს) ამწყვდევენ სპეციალურ ყუთებში და ათავსებენ საკუთარ არქივში - სპეციალურ ღუმელში, სადაც მხოლოდ ასეთი არსებები ინახება.

„მოჩვენებებზე მონადირეები“ გამოსულია ორი მხატვრული ფილმის, კომიქსების, ანიმაციური სერიალის „ნამდვილი მოჩვენებებზე მონადირეები“ და რამდენიმე ვიდეო თამაშის სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]