მინიმალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უსახელო სკულპტურა, დონალდ ჯუდი, 1990

მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) — მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.

უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

მინიმალიზმი, როგორც გამოკვეთილი მიმდინარეობა, უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დასავლურ ვიზუალურ ხელოვნებას. მიმდინარეობა შემდგომში გავრცელდა მუსიკაში (მაგ. სტივ რეიხის, ფილიპ გლასის, ედვარდ რიჩარდსონისა და ტერი რაილის შემოქმედება), თეატრსა და კინემატოგრაფიაშიც. საფუძვლად მოდერნიზმის ცალკეული ასპექტები დაედო და მას ხშირად პოსტმოდერნიზმთან და ექსპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქციასთან აკავშირებენ ფერწერასა და კომპოზიციაში.

მინიმალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: კარლ ანდრე, დენ ფლავინი, დონალდ ჯუდი, სოლ ლიუიტი, ტობერტ მორისი, ფრენკ სტელა. მინიმალისტებზე გავლენა იქონიეს მარკ როჰკომ, ბერნეტ ნიუმანმა და მარსელ დიუშანმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Asencio Cerver, Francisco (1997). The Architecture of Minimalism. New York: Arco; Hearst Books international. ISBN 0-8230-6149-3.
  • Bertoni, Franco (2002). Minimalist Architecture, edited by Franco Cantini, translated from the Italian by Lucinda Byatt and from the Spanish by Paul Hammond. Basel, Boston, and Berlin: Birkhäuser. ISBN 3-7643-6642-7.
  • Carlos, Espartaco (1989). Eduardo Sanguinetti: The Experience of Limits. Buenos Aires: Ediciones de Arte Gaglianone. ISBN 950-9004-98-7.
  • Lancaster, Clay (September 1953). "Japanese Buildings in the United States before 1900: Their Influence upon American Domestic Architecture". The Art Bulletin, vol. 35, no. 3, pp. 217–224.
  • Pawson, John (1996). Minimum. London: Phaidon Press Limited. ISBN 0-7148-3262-6.
  • Rossell, Quim (2005). Minimalist Interiors. New York: Collins Design. ISBN 0-688-17487-6 (cloth); ISBN 0-06-082990-7 (cloth).
  • Saito, Yuriko (2007). The Moral Dimension of Japanese Aesthetics. The Journal of Aesthetics and Art Criticism, vol.65, no. 1 (Winter), pp. 85–97. Retrieved 2011-10-18.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: