მიგელ ტროვოადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიგელ ტროვოადა
მიგელ ტროვოადა
სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აპრილი, 1991 – 3 სექტემბერი, 2001
წინამორბედილიონელ მარიო დ'ალვა (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრეფრადიკე დე მენეზეში

სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 1975 – 9 აპრილი, 1979
პრეზიდენტიმანუელ პინტუ და კოშტა
წინამორბედილიონელ მარიო დ'ალვა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული27 დეკემბერი, 1936 (1936-12-27) (87 წლის)
სან-ტომე, პორტუგალია
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი დემოკრატიული მოძრაობა
განათლებალისაბონის უნივერსიტეტი

მიგელ ტროვოადა (პორტ. Miguel dos Anjos da Cunha Lisboa Trovoada; დ. 27 დეკემბერი, 1936)[1]სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრი 1975-1979 წლებში და სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი 1991-2001 წლებში. 2014 წლის 16 ივლისს, იგი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად და გვინეა-ბისაუში მდებარე გაეროს ინტეგრირებული სამშვიდობო ოფისის (UNIOGBIS) ხელმძღვანელად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობების დაკავებამდე, ტროვოადა გვინეის ყურის კომისიის აღმასრულებელი მდივანი იყო[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიგელ ტროვოადა დაიბადა 1936 წლის 27 დეკემბერს, სან-ტომეში. მან ანგოლის საშუალო სკოლა დაამთავრა და შემდეგ, სწავლა ლისაბონის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე განაგრძო. 1960 წელს, ტროვოადამ, ყოფილ თანაკლასელ მანუელ პინტუ და კოშტასთან თანამშრომლობით, „სან-ტომე და პრინსიპის გათავისუფლების კომიტეტი“ (CLSTP) დააარსა, რომელსაც, 1972 წელს, „სან-ტომე და პრინსიპის განმათავისუფლებელი მოძრაობა“ ეწოდა. 1961-1975 წლებში, გაბონში მდებარე საკუთარი შტაბ-ბინების ხელმძღვანელობისთვის, მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ტროვოადას მეშვეობით, 1972 წელს, აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის (OAU) აღიარება მოხდა.

პორტუგალიაში, მიხაკების რევოლუციით ესტადო-ნოვოს რეჟიმის დამხობის შემდეგ, მიგელ ტროვოადა სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა (12 ივლისი, 19759 აპრილი, 1979). თუმცა, პრეზიდენტსა და მას შორის არსებული ურთიერთობა დაიძაბა, რაც საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა კოშტამ, 1979 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმებულად გამოაცხადა. რამდენიმე თვის შემდეგ, ტროვოადას ბრალად დაედო მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულება. 21 თვის განმავლობაში, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა და გათავისუფლების შემდეგ, ქვეყნიდან, საფრანგეთში გააძევეს. 1990 წლის მაისში, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღების შემდეგ, მიგელ ტროვოადა სამშობლოში დაბრუნდა და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

1991 წელს, ტროვოადამ ქვეყნის ისტორიაში პირველად გამართულ მრავალპარტიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი გახდა. 1996 წელს, იგი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. თანამდებობის დაკავებისას, იგი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ პირველი ვადის მიწურულს, მან ახალი პოლიტიკური პარტია — „დამოუკიდებელი დემოკრატიული მოძრაობა“ (ADI) ჩამოაყალიბა.

1995 წლის 15-დან 21 აგვისტომდე მიმდინარე პუტჩის პერიოდში, მისი მთავრობა დაამხეს.

პრეზიდენტმა ტროვოადამ, თანამდებობა 2001 წლის 3 სექტემბერს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ფრადიკე დე მენეზეში აირჩიეს.

2009 წლის 21 იანვარს, მიგელ ტროვოადა, გვინეის ყურის კომისიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა[3].

მიგელ ტროვოადას შვილი, პატრის ტროვოადა, აგრეთვე, პოლიტიკოსია და 2008 წელს სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
(–)
სან-ტომე და პრინსიპის საგარეო საქმეთა მინისტრი
1975
შემდეგი:
ლიონელ მარიო დ'ალვა
წინამორბედი:
ლიონელ მარიო დ'ალვა
სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრი
19751979
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
მანუელ პინტუ და კოშტა
სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტი
19912001
შემდეგი:
ფრადიკე დე მენეზეში