მეფრინველეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეფრინველეობამეცხოველეობის დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ფრინველის მოშენება. მეფრინველეობის ძირითადი პროდუქტებია ხორცი და კვერცხი, თანაპროდუქტი — ფრთა-ბუმბული, აგრეთვე სასუქი-გუანო, ფრინველის მალმწიფალობა, მრავალნაყოფიანობა და აკლიმატიზაციის კარგი უნარი უზრუნველყოფის პროდუქტების სწრაფ წარმოებას და ეკონომიკურ ეფექტიანობას. დიდი სასურსათო მნიშვნელობა აქვს კვერცხს, რომლისთვისაც ამრავლებენ საკვერცხე მიმართულების ქათმებს. სახორცე მეფრინველეობაში იყენებენ ქათამს, ინდაურს, ბატს, იხვს და ნაწილობრივ ციცარსა და მწყერს.

ფრინველის მოშინაურებას საფუძველი ჩაეყარა 3 ათასი წლის წინათ ინდოეთში, აქედან გავრცელდა ჯერ სპარსეთსა და ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ — მთელ მსოფლიოში. მეფრინველეობის განვითარებასთან ერთად ყალიბდებოდა სხვადასხვა მიმართულების ფრინველთა კულტურული ჯიშები: საკვერცხე, სახორცე, კომბინირებული, ძიძგილა, დეკორატიული და სხვა.

საქართველოში მეფრინველეობის დარგში ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ნ. მკურნალი. მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა მეფრინველეობის საზოგადოების (1904) ამიერკავკასიის განყოფილება. მეფრინველეობაში გეგმიურ მეცნიერულ მუშაობას საფუძველი ჩაეყარა 30-იან წლებში პროფ. ი. ჯანდიერის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთაძე ნ., მეფრინველეობა, თბ., 1966;
  • მისივე, სანაშენე მუშაობა მეფრინველეობაში, თბ., 1973;
  • ნიკიტინი ვ. პ., მეფრინველეობა, თბ., 1949;
  • Вожко П. Е., Производство яйц и мяса птицы в специализированных хозячствах, М., 1971;
  • Промышленное птицеводство, М., 1978;