მერი ბოლეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ბოლეინი
დაიბადა 1499/1500
გარდაიცვალა 19 ივლისი, 1543, (43-44 წლის)
საგვარეულო ბოლეინები
მეუღლე(ები) უილიამ კარეი
უილიამ სტაფორდი
შვილ(ებ)ი კეთრინ კარეი, ნოლისის ლედი
ჰენრი კარეი, ჰანსდონის ბარონი
ანა სტაფორდი
ედუარდ სტაფორდი
მამა თომას ბოლეინი, უილტშირის ერლი
დედა ელიზაბეთ ჰოვარდი
რელიგია კათოლიციზმი

მერი ბოლეინი (ინგლ. Mary Boleyn), აგრეთვე ცნობილია როგორც ლედი მერი (ინგლ. Lady Mary; დ. 1499/1500 — გ. 19 ივლისი, 1543) — ინგლისელი დიდგვაროვანი და ბოლეინების გამოჩენილი ოჯახის წევრი. ინგლისის დედოფალ ანა ბოლეინის უფროსი და, დედოფალ კათრინ ჰოვარდის ბიძაშვილი და დედოფალ ელიზაბეთ I-ის დეიდა.

იგი ჯერ საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის, ხოლო შემდეგ ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის საყვარელი იყო, რის შემდეგაც დაწინაურდნენ ბოლეინები სამეფო კარზე. მერის მეფეებთან არ ჰყოლია საერთო შვილი, მაგრამ იგი 1520 წელს დაქორწინდა ლორდ უილიამ კრეიზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1534 წელს მერი მეორედ დაქორწინდა ლორდ უილიამ სტაფორდზე, რომელთანაც მას ასევე ორი შვილი შეეძინა. ის და უილიამი მალულად დაქორწინდნენ, რის გამოც მეფე ჰენრიმ იგი განკვეთა სამეფო კარიდან. ამ ამბიდან შვიდ წელიწადში მერი ბოლეინი გარდაიცვალა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერის მამა, ერლი თომას ბოლეინი

მერი დაიბადა დაახლოებით 1499, ან 1500 წელს ბლიკლინგ-ჰოლში, მისი ოჯახის პატარა რეზიდენციაში, ნორფოლკის მხარეში. იგი იყო სირ თომას ბოლეინისა და მისი მეუღლის, ლედი ელიზაბეთ ჰოვარდის პირველი შვილი. იგი თავის უმცროს და-ძმასთა, ანასა და ჯორჯთან ერთად აღიზარდა ჰოვერის სასახლეში, კენტში. დედამისი იყო გავლენიანი ინგლისელი დიდებულის, ნორფოლკის ჰერცოგ თომას ჰოვარდის ქალიშვილი, რის გამოც, მასზე ქორწინების გამო, შედარებით დაბალი წარმოშობის თომას ბოლეინს მიენიჭა უილტშირის ერლობა.

მერი ბოლეინი იყო თომასისა და ელიზაბეთის სამი გადარჩენილი შვილიდან ერთ-ერთი. მრავალი სარწმუნო წყაროს მიხედვით, მერი და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი იყო. 1597 წელს მერის შვილიშვილმა, ლორდმა ჰუდსონმა მოითხოვა ბოლეინების მამულები ორმონდში, ვინაიდან ამ დროისათვის ბოლეინების საგვარეულოში მამრობითი სქესის უკვე ყველა გარდაცვლილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მერის, როგორც უფროსი შვილის მემკვიდრეს ჰუდსონს უფრო მეტად ეკუთვნოდა მემკვიდრეობა, ორმონდის მამულები დედოფალმა ელიზაბეთ I-მა მიისაკუთრა, რომელიც მერის უმცროსი დის, ანას ქალიშვილი იყო. რეალურად, არ არსებობს იმის მყარი მტკიცებულება, მერი იყო უფროსი თუ ანა, მაგრამ ვინაიდან მერი პირველი დაქორწინდა, ივარაუდება, რომ უფროსიც ის იყო, ვინაიდან იმ დროის ტრადიციის მიხედვით, პირველი ყოველთვის უფროსი ქალიშვილი უნდა გათხოვილიყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ანა გათხოვდა, მას „თომას ბოლეინის ერთ-ერთი ქალიშვილის“ სახელით მოიხსენიებდნენ, რაც ასე არ იქნებოდა, ის რომ უფროსი ყოფილიყო. საერთო ჯამში, ისტორიკოსთა უმეტესობა უფროსად მერის ასახელებს და ვინაიდან ანას დაბადების სავარაუდო თარიღად 1500 წელი მიიჩნევა, მერის დაბადების თარიღად 1499 წელს ასახელებენ.

ადრეულ წლებში მერი ჰოვერის სასახლეში იზრდებოდა და-ძმასთან ერთად. მან ჩვეულებრივი განათლება მიიღო, როგორიც აუცილებელი იყო მისი წოდებისა და წარმომავლობის მქონე ქალბატონისათვის. იგი სწავლობდა არითმეტიკას, წერა-კითხვას, გრამატიკას, ისტორიას, მართლწერას, ოჯახურ გენეალოგიას, ცეკვას, ქარგვას, სამეფო ეტიკეტს, საყოფაცხოვრებო ბუღალტერიას, მუსიკას, ხელსაქმეს, კემსვას, სიმღერას, ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა ჭადრაკისა და კარტის თამაშშიც. გარდა ამ ყველაფრისა, მერისა და მის და-ძმას ასწავლიდნენ ნადირობას, მშვილდოსნობას, ტრადიციულ ინგლისურ ცეკვებსა და ცხენოსნობას.

მერიმ თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი მშობლიურ ინგლისში გაატარა, მანამ, სანამ 1514 წელს ის და ანა საფრანგეთის სამეფო კარზე, მეფე ლუი XII-თან არ გააგზავნეს განათლების მისაღებად. მერი და ანა ბოლეინები მეფე ჰენრი VIII-ის დას, პრინცესა მერი ტიუდორს გაჰყვნენ საფრანგეთში სეფექალებად, რის გამოც პარიზის სამეფო კარზე გარკვეული გავლენითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ.

საფრანგეთის მეფე ფრანსუა I

მას შემდეგ, რაც თომას ბოლეინი ინგლისის ელჩი გახდა საფრანგეთში, მერი და ანა ბოლეინები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ დედოფალ მერი ტიუდორს. 1515 წლის 1 იანვარს ხანში შესული ლუი XII გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალგაზრდა დედოფალი მერი უკან, ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ დები ბოლეინები კვლავ საფრანგეთში დარჩნენ. ლუის შემდეგ საფრანგეთის ტახტზე მისი სიძე, მეფე ფრანსუა I ავიდა, რომელსაც ცოლად ლუის ასული, კლაუდია დე ვალუა ჰყავდა.

რომანი საფრანგეთის მეფესთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში განათლების მისაღებად ჩასული მერი სამეფო კარზე ანასა და თომასთან ერთად ცხოვრობდა. ახალგაზრდა და ქალების მოყვარულ მეფეს მალევე მოხვდა თვალში მერი ბოლეინი, რომელიც იმ ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა: იყო ქერა, ჰქონდა ცისფერი თვალები, თეთრი კანი და მრგვალი ფორმები. სწორედ ამიტომ, 1515 წელსვე, მერი ბოლეინმა რომანი გააბა ფრანსუა I-თან. რამდენადაც ცნობილია მათი რომანი ოთხ წელს გაგრძელდა, თუმცა მერის მეფისგან ბავშვი არ გაუჩენია და არც სამეფო საყვარლის წოდება ჰქონია. მიუხედავად ყველაფრისა, ფრანსუა არ მალავდა მასთან ურთიერთობას და მერის საჯაროდ უწოდებდა „ინგლისურ ულაყსა“ და “ჩემ ჰაკნელს“. როგორც ცნობილია, ერთხელ მეფე ფრანსუამ მასზე ასეთი რამ თქვა:

ვიკიციტატა
„თავგადასავლების დიდი მოყვარული იყო, ყველაზე უსირცხვილო, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია“

ბევრი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ფრანსუა არ იყო ერთადერთი მამაკაცი, ვისთანაც მერის საფრანგეთში ურთიერთობა ჰქონდა, რადგან იგი მთელ პარიზში იყო ცნობილი თავისი გარყვნილი ცხოვრების წესით.

როდესაც მერის ცხოვრების წესის შესახებ ჭორმა მის მშობლებამდეც მიაღწია, 1519 წელს, თომას ბოლეინმა იგი სასწრაფოდ დააბრუნა ინგლისში. ლონდონში მერი მალევე დაინიშნა მეფე ჰენრი VIII-ის ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის ერთ-ერთ სეფექალად, თუმცა ანა ბოლეინი 1522 წლამდე საფრანგეთში დარჩა. სწორედ ამ დროს მოექცა მერი ახალი მეფის ყურადღების ცენტრში.

ინგლისის მეფის საყვარელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბოლეინის აღზევება და დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Weir, Alison. (2011). Mary Boleyn: The Mistress of Kings. Ballantine Books. ISBN 978-0-345-52133-0
  • Wilkinson, Josephine. (2010). Mary Boleyn: The True Story of Henry VIII's Favorite Mistress. Amberley. ISBN 978-1-84868-525-3
  • Hart, Kelly. (2009). The Mistresses of Henry VIII The History Press. ISBN 978-0-7524-5852-6
  • Harper, Karen. (2006). The Last Boleyn: A Novel. Three Rivers Press. ISBN 978-0-307-23790-3
  • Lofts, Norah. (1979). Anne Boleyn.
  • Gregory, Philippa. (2003). The Other Boleyn Girl. Touchstone. ISBN 0-7432-2744-1
  • Adair, Anne. (2011). Mary Boleyn: Sister to Queen Anne Boleyn and Sister in Law to King Henry VIII. Webster's Digital Services. ISBN 978-1-241-00378-4
  • Denny, Joanna. (2004). Anne Boleyn: A New Life of England's Tragic Queen. Da Capo Press. ISBN 978-0-306-81540-9
  • Fraser, Antonia. (1992). The Wives of Henry VIII. Vintage. ISBN 978-0-14-013293-9
  • Bruce, Marie-Louise. (1972). Anne Boleyn
  • Ives, Eric.(2004). The Life and Death of Anne Boleyn. Wiley-Blackwell. ISBN 978-1-4051-3463-7
  • Lindsey, Karen. (1995). Divorced Beheaded Survived: A Feminist Reinterpretation of the Wives of Henry VIII. Da Capo Press. ISBN 978-0-201-40823-2
  • Weir, Alison.(1991). The Six Wives of Henry VIII. Grove Press. ISBN 978-0-8021-3683-1