მემკვიდრე (1949 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მემკვიდრე“
დამდგმელი რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი უილიამ უაილერი
სცენარის ავტორი რუთ და ავგუსტუს გეცი
ნაწარმოები მემკვიდრე
— რუთ და ავგუსტუს გეცი
როლებში ოლივია დე ჰევილენდი, მონტგომერი კლიფტი
კომპოზიტორი აარონ კოპლენდი
ოპერატორი ლეო ტოვერი
მონტაჟი უილიამ ჰორნბეკი
მხატვარი ჰარი ჰორნერი, ჯონ მეჰანი
სტუდია Paramount Pictures
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 6 ოქტომბერი, 1949
ხანგრძლივობა 115 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $2,6 მლნ
შემოსავალი $2,3 მლნ

მემკვიდრე (ინგლ. The Heiress) — უილიამ უაილერის 1949 წლის ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება 1800-იანი წლების შუაში ნიუ-იორკში. ვაშინგტონ სკვერზე ცხოვრობს სლოპერების მდიდარი ოჯახი. დოქტორი ოსტინ სლოპერი ქვრივია, მას ერთადერთი ქალიშვილი — კათრინი ჰყავს და ასევე და ლავინია, რომელიც ასევე ქვრივია. ოჯახმა დოქტორი სლოპერის ბეჯითი მუშაობის შედეგად დიდი ქონება დააგროვა. მიუხედავად მამის მცდელობებისა და აღზრდაში დახარჯული ფულისა, კათრინი მორცხვი და უენო ქალია, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს შინ ატარებს. ოსტინი მის დას, ლავინიას თხოვს, დაეხმაროს კათრინ, გახდეს უფრო სოციალური და დაემსგავოს გარდაცვლილ დედას. კათრინს შეუყვარდება პირველივე მამაკაცი, რომელიც მის მიმართ ყურადღებას გამოიჩენს. ესაა ღარიბი მორის თაუნსენდი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი
  1. საუკეთესო მსახიობი ქალი: ოლივია დე ჰევილენდი
  2. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ჰარი ჰორნერი, ჯონ მეჰანი, ემილ კიური
  3. საუკეთესო ორიგინალური მუსიკა: აარონ კოპლენდი
  4. შავ-თეთრი ფილმის საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: ედით ჰედი, ჯილ სტილი
ოქროს გლობუსი
  1. საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: ოლივია დე ჰევილენდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]