მელიქ-შაჰ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელიქ-შაჰ II
Mu'izz ad-Din Malik Shah II
სელჩუკთა იმპერიის მე-6 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1105
მმართ. დასასრული: 1106
წინამორბედი: ბერქიაროქი
მემკვიდრე: მაჰმედ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1106
დინასტია: სელჩუკები
მამა: ბერქიაროქი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

მელიქ-შაჰ II (თურქ. Mu'izz ad-Din Malik Shah II; დ. უცნობია – გ. 1106) – სელჩუკთა იმპერიის ნომინალური სულთანი 1105-1106 წლებში, ბერქიაროქის ვაჟი, მალიქ-შაჰის შვილიშვილი.

ტახტზე მამამისის გარდაცვალების შემდეგ, მცირეწლოვანი ავიდა. მისი ძალაუფლება იმდროისთვის ბაღდადის ფარგლებს არ სცდებოდა. მელიქ-შაჰ II-ის დროს სახელმწიფოს საქმეებს მისი ბიძები განაგებდნენ. აჰმედ სენჯერი მართავდა ხორასანს, ხოლო მაჰმედ Iანატოლიისა და კავკასიის ტერიტორიებს. სელჩუკთა სახელმწიფო კი საგრძნობლად იყო დასუსტებული. გამეფებიდან მალევე, 1106 წელს, ამბოხებულმა ბიძამისმა, მაჰმედ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]