მედუზების ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედუზების ტბა
მედუზების ტბა
მედუზების ტბა
კოორდინატები: 7°09′40″ ჩ. გ. 134°22′34″ ა. გ. / 7.16111° ჩ. გ. 134.37611° ა. გ. / 7.16111; 134.37611
მდებარეობა პალაუს დროშა პალაუ
სიგრძე 0,4 კმ
სიგანე 0,16 კმ
ფართობი 0,057 კმ²
მოცულობა 0,0017 კმ³
საშუალო სიღრმე 30 
მაქსიმალური სიღრმე 50 
მარილიანობა 28-32 
მედუზების ტბა — პალაუ
მედუზების ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

მედუზების ტბა (ინგლ. Jellyfish Lake) — ზღვიური ტბა პალაუში, კლდოვან კუნძულებზე. გაწოლილია კუნძულ ეილ-მალკის აღმოსავლეთ ნაწილში. ზედაპირის ფართობი 0,057 კმ², მაქსიმალური სიღრმე 50 მ. წარმოადგენს მერომიქტულ მლაშე წყალსატევს, რომელიც ოკენისაგან გამოყოფილია 200 მ-იანი მიწის ზოლით. სიგრძე 460 მ, სიგანე 160 მ. მედუზების ტბა წარმოიქმნა დაახლოებით 12 ათასი წლის წინ დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად.[1]

მედუზების ტბა ოკეანესთან დაკავშირებულია ძველი მიოცენური რიფის კირქვებში არსებული ნაპრალებითა და გვირაბებით, თუმცა, ამავ დროულად ტბა საკმაოდაა იზოლირებული. ცნობილია სციფოიდური მედუზების პოპულაციის ორი განცალკევებული სახეობით: ოქროს მედუზებით (Mastigias papua) და მთვარის მედუზებით (Aurelia). ბუნებრივი მტრების არარსებობის გამო მედუზების რაოდენობამ ტბაში დააახლოებით 2 მილიონს მიაღწია. გარდა ამისა, მედუზების საცეცებმა დაკარგეს მსუსხავი უჯრედები, რის გამოც იზიდავს დაივინგის მოყვარულ მრავალ ტურისტს.[2]

ეილ-მალკის კუნძულზე აგრეთვე მდებარეობს დაახლოებით 10-მდე უფრო წვრილი მედუზებით დასახლებული ტბა, თუმცა სნორკელინგი მხოლოდ მედუზების ტბაშია დაშვებული. წყალი ტბაში ორ ფენადაა დაყოფილი: ზედა ფენად, რომელიც წყალში ჟანგბადის დიდ რაოდენობას შეიცავს და ქვედა ფენად, ანუ უჟანგბადო ფენად. ჟანგბადის კონცენტრაცია ტბის წყალში 15 მ სიღრმემდე კლებულობს დაახლოებით ხუთი მემილიონედიდან ნულამდე. ფენებად ტბის წყლის გაყოფა მუდმივია, ხოლო წყლების სეზონური შერევა არ ხდება. მედუზების პოპულაცია თითქმის დაიღუპა 1998-1999 წლების ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად. ტბის წყლის ტემპერატურა ელ-ნინიოს შედეგად იმდენად გაიზარდა, რომ ზოოქსანტელები ვერ გადარჩნენ. ამ გარემოებამ, სავარაუდოდ გამოიწვია თითქმის მთელი პოპულაციის განადგურება. თუმცა, 2000 წლის დასაწყისისთვის პოპულაციის რაოდენობა კვლავ გიაზარდა ამჟამინდელ ნიშნულამდე.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Танцы с медузами или Озеро Медуз. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
  2. რესპუბლიკა პალაუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
  3. Marine Lakes experiments in ecology and evolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2012-04-22.