მედანოს-დე-კოროს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედანოს-დე-კოროს ეროვნული პარკი

Parque Nacional Los Médanos de Coro

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მედანოს-დე-კოროს ეროვნული პარკი
მდებარეობა ფალკონის შტატი, ვენესუელა
უახლოესი ქალაქი სანტა-ანა-დე-კორო
კოორდინატები 11°30′00″ ს. გ. 69°42′00″ დ. გ. / 11.50000° ს. გ. 69.70000° დ. გ. / -11.50000; -69.70000
ფართობი 91.280კმ²
დაარსდა 1974
მმართველი ორგანო ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი

მედანოს-დე-კოროეროვნული პარკი ვენესუელაში, ფალკონის შტატში, ქალაქ კოროს სიახლოვეს, პარაგუანის ნახევარკუნძულისაკენ მიმავალ გზატკეცილზე. პარკი შეიქმნა 1974 წელს.

პარკი გადაჭიმულია მედანოს ყელზე და მოიცავს 91.280 კმ²-ს, წარმოადგენს უდაბნოს ტიპის სანაპირო ზოლს, რომელიც მარილიან ჭაობებსაც მოიცავს. მასიური ქვიშის დიუნები, რომლებსაც მედანოს ეძახიან, 5-30 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული, 40 მეტრი სიმაღლისაა და გამუდმებით იცვლება ამინდისა და ქარის შესაბამისად.

აქ წვიმა იშვიათია, შესაბამისად პარკის ფლორას ძირითადად ეკლიანი ბუჩქები შეადგენს. ფაუნაც ფლორის მსგავსად საკმაოდ მწირია, აქ ბინადრობენ ძირითადად ხვლიკები, კურდღლები, ჭიანჭველასებრნი, მტრედები, მელიები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დიუნებზე იხეტიალონ აქლემებით (რომლებიც აქ მრავალი წლის წინ შემოიყვანეს). პარკი საკმაოდ ადვილად მისაწვდომია ავტობუსით ან ტაქსით ქალაქ კოროდან.

1999 წლის დეკემბერში, ვენესუელაში, ვარგასის შტატში მომხდარმა წყალდიდობამ და კოკისპირულმა წვიმებმა, პარკის დიუნებში წარმოქმნა ოთხი ლაგუნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]