მაღრანდვალეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრანდვალეთი, ისტორიული მხარე — თემი აღმოსავლეთ საქართველოშიმდინარე ლიახვის სათავეებში, ძირითადად მოიცავდა ახლანდელ ჯავის მუნიციპალიტეტის ედისის ტერიტორიას. ცენტრი ედისა (შუა ფეოდალური ხანა).

სახელწოდება მაღრანდვალეთი პირველად გვხვდება XIV საუკუნეში („ძეგლი ერისთავთა“). ნაწარმოების სიტყვა მაღნარიდან (ტყიანი) და მხარის სახელწოდება დვალეთიდან. გვიანდელი შუა საუკუნეებში მაღრანდვალეთი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა.ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, მაღრანდვალეთი ქსნის ერისთავთა მამული იყო. მაღრანდვალეთის ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ე. წ. ცარციათების ნაქალაქარი სოფ. ედისის მახლობლად, „ზილდი მასიგ“ (უბნის კოშკი), ზურგიანი კოშკები გალუანთასა და ედისაში. მაღრანდვალეთის უძველესი მოსახლეობა ქართული და დვალური იყო. გვიანდელი შუა საუკუნეებში აქ კომპაქტურად დასახლდნენ ოსი მოახალშენეები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ., დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისატვის, მის წგნ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII№XIV სს), თბ., 19621;
  • Гамрекели В. Н., Двалы в Двалетия в I - XV вв. н. э. , Тб., 1961;
  • Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971;
  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 6, გვ. 506, თბ., 1983