მარჯანი (ფრინველი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჯანი (მრავალმნიშვნელოვანი).
მარჯანი
მარჯანი
დედალი (მარცხნივ) და მამალი (მარჯვნივ)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Falco subbuteo (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696460

მარჯანი (ლათ. Falco subbuteo) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს. ბინადრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 2-6 (ჩვეულებრივ 2-4) კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. საქართველოში მარჯანი აპრილში მოფრინავს, ხოლო სექტემბერში და ოქტომბერში მიფრინავს. იკვებება წვრილი ფრინველებითა და მსხვილი მწერებით, რომელთაც ჰაერში იჭერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]