მარტინ ვაინეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინ ვაინეკი

კასპარ კაპარონი, დენის ძიკი და მარტინ ვაინეკი
დაბადების სახელი მარტინ ვაინეკი
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1964
ლეობენი, ავსტრია
მეუღლე(ები) ევა ვაინეკი

მარტინ ვაინეკი (გერმ. Martin Weinek; დ. ლეობენი, ავსტრია, 30 ივნისი, 1964 წელი) — ავსტრიელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ცნობილია ინსპექტორი ფრინც კუნცის როლით, ტელესერიალში „ინსპექტორი რექსი“. ის აგრეთვე ავსტრიაში აწარმოებს ღვინოს.

1983—1986 წლები ვაინეკი, პროფესორ იოსტის ხელმძღვანელობის ქვეშ, ეუფლებოდა სამსახიობო ხელობას.

1986 წლიდან ის იყო ვენის თეატრის „ჯგუფ 80“-ის წევრი და პატარა როლი, ლიფტის მომუშავე, შეასრულა ფილმში „Nachsaison“ (სეზონის შემდეგ).

1987 წელს მან მიიღო მონაწილეობა რეკლინგსჰაუსენის თეატრალურ ფესტივალში, სადაც გეორგ მიტენდრაინის სპექტაკლში „Der Lechner Edi schaut ins Paradies“ შეასრულა მთავარი როლი. 1988—1989 წლებში ვაინეკი თამაშობს იური სოიფერის სახელობის თეატრში, ვენაში, აგრეთვე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში. ის აგრეთვე გვევლინება რეჟისორის, პროდუსერისა და დამდგმელის როლში. 1989 წელს, ტელესერიალ „Calafati Joe“-ში გადაღების შემდეგ, ის ხდება ჰერნალზერის თეატრის ხელმძღვანელი.

სამსახიობო კარიერის გარდა, მას ასევე, თავის ცოლთან — ევასთან ერთად, მოჰყავს ღვინო. ჰაილიგენბრუნის მახლობლათ, 3 ჰექტარზე გადაჭიმულია მისი ვენახი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: