მარსელუ რებელუ დი სოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარსელუ რებელუ დი სოზა
Marcelo Rebelo de Sousa
მარსელუ რებელუ დი სოზა Marcelo Rebelo de Sousa
პორტუგალიის მე-20 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა9 მარტი, 2016
პრემიერ-მინისტრი  ანტონიუ კოშტა
წინამორბედიანიბალ კავაკუ სილვა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მარტი, 1996 – 27 მაისი, 1999
წინამორბედიფერნანდო ნოგუეირა
მემკვიდრეჟოზე მანუელ ბაროზუ

პორტუგალიის საპარლამენტო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივნისი, 1982 – 9 ივნისი, 1983
პრემიერ-მინისტრიფრანსიშკუ პინტუ ბალსემანი
წინამორბედიფერნანდუ ამარალი
მემკვიდრეანტონიუ დე ალმეიდა სანტოსი

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 სექტემბერი, 1981 – 12 ივნისი, 1982
პრემიერ-მინისტრიფრანსიშკუ პინტუ ბალსემანი
წინამორბედიჟოზე ლუის და კრუზ ვილაკა
მემკვიდრელეონორ ბელეზა

დაბადებული12 დეკემბერი, 1948
ლისაბონი, პორტუგალია
მოქალაქეობაპორტუგალიის დროშა პორტუგალია
პოლიტიკური პარტიაპორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
მამაბალთასარ რებელუ დი სოზა
მეუღლეანა კრისტინა მოტა ვეიგა
(1972-1980; განქორწინებული)
შვილებინუნო რებელუ დი სოზა;
სოფია რებელუ დი სოზა
განათლებალისაბონის უნივერსიტეტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერა

მარსელუ ნუნუ დუარტე რებელუ დი სოზა (პორტ. Marcelo Rebelo de Sousa; დ. 12 დეკემბერი, 1948, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი პოლიტიკოსი, პორტუგალიის პარლამენტის საქმეთა ყოფილი მინისტრი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი, სამართლის პროფესორი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, კომენტატორი და პორტუგალიის პრეზიდენტი 2016 წლის 9 მარტიდან[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელუ რებელუ დი სოზა დაიბადა 1948 წლის 12 დეკემბერს, ლისაბონში, პორტუგალია. მისი მამა – ბალთასარ რებელუ დი სოზა ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი, მედიცინის პროფესორი, მოზამბიკის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი და მინისტრი იყო, დიქტატორ ანტონიუ დი სალაზარის მთავრობის მმართველობის პერიოდში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელუ რებელუ დი სოზამ იურიდიული განათლება ლისაბონის უნივერსიტეტში მიიღო. იგი არის სამართლის პროფესორი და მწერალი ლისაბონის უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად ასწავლის სამართალს[2].

თავისი კარიერა მან ესტადო-ნოვოს პერიოდში დაიწყო, თავდაპირველად, როგორც იურისტი, ხოლო შემდეგ როგორც ჟურნალისტი.

1974 წელს, მარსელუ რებელუ დი სოზა შეუერთდა პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას. 1975-1976 წლებში, იგი პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატია; 1981 წლიდან, იგი მინისტრთა საბჭოს მდივანი იყო, ხოლო 1982 წლის 12 ივნისიდან 1983 წლის 9 ივნისამდე — პარლამენტის საქმეთა მინისტრი.

1996 წლის 31 მარტიდან 1999 წლის 27 მაისამდე, მარსელუ რებელუ დი სოზა პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. 1998 წელს, მან შექმნა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია სახალხო პარტიასთან ერთად, სახელწოდებით — „დემოკრატიული ალიანსი“.

მარსელუ რებელუ დი სოზას ჰქონდა პოლიტიკული ანალიზის ყოველკვირეული ტელეგადაცემა საზოგადოებრივი ტელეკომპანია RTP-ში. ცოტა ხნით ადრე, მას ჰქონდა ანალოგიური ტელეგადაცემა კერძო ტელეკომპანია TVI-ში, სადაც იგი წარდგენილი იყო, როგორც იმ დროის ყველაზე ბრძენი და ყველაზე გამჭრიახი პოლიტიკური ანალიტიკოსი. მისი კომენტარები მოიცავდა ყველაფერს პოლიტიკიდან სპორტის ჩათვლით. 2010 წელს, მან დატოვა RTP და დაბრუნდა TVI-ში.

ამასთანავე, მარსელუ რებელუ დი სოზა პორტუგალიის სახელმწიფო საბჭოს წევრია.

2016 წლის 24 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმათა 52,7% მიიღო და გახდა პორტუგალიის პრეზიდენტი[3][4]. თანამდებობას დაიკავა 2016 წლის 9 მარტს[5][6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]