მარსელო ბროზოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარსელო ბროზოვიჩი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
16 ნოემბერი, 1992 (1992-11-16) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ზაგრები, ხორვატია
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერნაციონალე
ნომერი 77
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2011 ჰრვატსკი 22 (1)
2011–2012 ლოკომოტივა 33 (5)
2012-2015 დინამო ზაგრები 64 (9)
2015- ინტერნაციონალე 205 (20)
ეროვნული ნაკრები
2009-2010 ხორვატია 18 წლ. 4 (0)
2011 ხორვატია 19 წლ. 1 (0)
2011–2014 ხორვატია 21 წლ. 13 (7)
2014- ხორვატია 67 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ოქტომბერი, 2021

მარსელო ბროზოვიჩი (დ. 16 ნოემბერი, 1992) — ხორვატი პროფესიონალი ფეხბურთელი. თამაშობს იტალიურ კლუბ მილანის „ინტერში“.

საერთაშორისო დონეზე ბროზოვიჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მან ითამაშა 2014 და 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე და უეფას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროზოვიჩი დაიბადა ზაგრებში. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 2010 წლის 24 ივლისს, ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ. მან 90 წუთი ითამაშა თუმცა გუნდი დამარცხდა ანგარიშით 1–4. 2011 წლის 18 მარტს მან გაიტანა თავისი პირველი კარიერული გოლი, „კარლოვაცის“ წინააღმდეგ.[2]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროზოვიჩი ბრაზილიასა და ხორვატიას შეხვედრის დროს 2014 წლის მსოფლიო თასზე

ბროზოვიჩმა ითამაშა ხორვატიის 18 წლამდელთა, 19 წლამდელთა, 20 წლამდელთა და 21 წლამდელთა გუნდებში.

2014 წლის 31 მაისს ნიკო კოვაჩმა დაასახელა შემადგენლობა მსოფლიოს თასისათვის, იგი მოხვდა შემადგენლობაში. ნაკრებში მისი დებიუტი შედგა ამავე წლის 7 ივნისს ავსტრალიის წინააღმდეგ, გუნდმა 1–0 გაიმარჯვა. ხუთი დღის შემდეგ მისი დებიუტი შედგა მსოფლიოს თასზე, მან ითამაშა ბოლო 26 წუთი ბრაზილიის წინააღმდეგ, მისმა გუნდმა 1–3 წააგო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროზოვიჩი დაქორწინდა სილვია ბროზოვიჩზე (ნეე ლიჰტარი) 2016 წელს. მათი ქალიშვილი, არორა, დაიბადა ერთი წლის შემდეგ.[3]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით
ეროვნული გუნდი წელი მატჩი გოლი
ხორვატია
2014 წ 7 1
2015 წ 7 2
2016 წ 11 3
2017 წ 7 0
2018 წ 10 0
სულ 42 6

საერთაშორისო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი მატჩი მეტოქე ანგარიში შედეგი შეჯიბრი
1 13 ოქტომბერი 2014 6 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 4-0 6-0 ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 28 მარტი 2015 8 ნორვეგიის დროშა ნორვეგია 1-0 5-1
3 17 ნოემბერი 2015 14 რუსეთის დროშა რუსეთი 2-1 3-1 ამხანაგური
4 2016 წლის 23 მარტი 15 ისრაელის დროშა ისრაელი 2-0 2-0
5 2016 წლის 12 ნოემბერი 24 ისლანდიის დროშა ისლანდია 1-0 2-0 2018 ფიფას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი
6 2-0

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიის დროშა დინამო ზაგრები:

  • Prva HNL : 2012-13 , 2013-14
  • ხორვატიის სუპერ თასი : 2013

ხორვატია

  • ფიფას მსოფლიო თასის ფინალისტი: 2018 [4]

ორდენები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marcelo BROZOVIC. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 22 June 2018.
  2. Hrvatski Dragovoljac vs. Karlovac 1 – 0. Soccerway (18 March 2011). ციტირების თარიღი: 21 June 2018.
  3. Agent: Why Brozovic is a beast…. Football Italia (29 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 22 June 2018.
  4. McNulty, Phil. (15 July 2018) France 4–2 Croatia. BBC. ციტირების თარიღი: 15 July 2018
  5. News: President Decorates Croatian National Football Team Players and Coaching Staff. Office of the President of the Republic of Croatia (13 November 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2019.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]