მარზპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარზპანი (საშუალო სპარსული مرزبان, სიტყვასიტყვით — საზღვრის მცველი) ორი მნიშვნელობა აქვს:

  • უმაღლესი მოხელე, რომელიც IV-VI საუკუნეებში ინიშნებოდა ირანის მიერ დაპყრობილი ქვეყნის (ჩვეულებრივ, ასეთ ქვეყანაში სამეფო ხელისუფლება აღარ არსებობდა, ანდა დროებით იყო გაუქმებული) მმართველად და შაჰის ადგილობრივ ნაცვლად. ქართლის პირველი მარზპანი იყო სომეხი ფეოდალი ვასაკ სიენიელი (დაახლოებით 439-442 წწ.), რომელიც ირანელებმა არჩილ მეფის გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. შემდეგ ქართლში მეფობა აღდგა და VI საუკუნის 40-იან წლებამდე მარზპანი აღარ ჩანს.

„ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით, ქართლის სათავეში მდგომ მარზპანებს, არვანდ გუშნასპსა და ვეჟან ბუზმირს, დიდი ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები ჰქონიათ. ქართლის ყოველი მცხოვრების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი მათ ხელში იყო. ქვეყნის მართვაში მარზპანთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი წარჩინებულებიც, ანუ „ქართლის მთავრები“. ქართლში ერისმთავრის ხელისუფლების დაწესების შემდეგ მარზპანები აღარ ინიშნებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 433.
  • ჯანაშია ს., ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, ტ. 1, თბ., 1949;