მარდაკიანის დენდრარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარდაკიანის დენდრარიუმი
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
უახლოესი ქალაქი ბაქო
დაარსდა 1924
მმართველი ორგანო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია

მარდაკიანის დენდრარიუმი განლაგებულია აფშერონის ნახევარკუნძულზე მარდაკიანის დასახლებაში, ბაქოდან 40 კმ. მოშორებით. ტერიტორია რომელზეც განლაგებულია დენდროლოგიის ინსტიტუტი 1895-1920 წლებში იყო ნავთობის მილიონერის და ფილანტროპის მურთუზ მუხტაროვის საკუთრება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1926 წელს აფშერონის ნახევარკუნძულზე მარდაკიანის დასახლებაში ყოფილი კოლმეურნეობის ბაზაზე შეიქმნა ინსტიტუტის აღმოსავლეთ-კავკასიური ფილიალი ცნობილი აკადემიკოსის და ბოტანიკოსის ნ. ი. ვავილოვის მიერ.
  • 1930 წელს ფილიალი შევიდა საკავშირო მცენარეულობის ინსტიტუტის სისტემაში.
  • 1936 წელს მიიღო საცდელი მშრალი სუბტროპიკების სადგურის სახელწოდება.
  • 1945 დან - 1964 წლამდე აქ განლაგებული იყო მებაღეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტალური ყურძნისა და სუბტროპიკული ხილის ბაზა.
  • 1945 დან - 1963 წლამდე აქ ტარდებოდა სამუშაოები ზეითუნის ხილის, ბროწეულისა და აღმოსავლური ხურმის ჯიშების გამოყვანასთან დაკავშირებით.
  • 1964 დან - 1966 წლებში ინსტიტუტი შედიოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
  • 1966 წელს გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბოტანიკის ინსტიტუტი.
  • 2014 წლიდან აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით მიიღო დენდროლოგიის ინსტიტუტის სახელწოდება. დღესდღეობით დენდროლოგიის ინსტიტუტი არის მსოფლიო ბოტანიკური ბაღების წევრი. ინსტიტუტი თანამშრომლობს მსოფლიოს 100 ბოტანიკურ ბაღთან.

სურათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]