მარგარეტ სტიუარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ სტიუარტი
Margaret Stewart
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 24 ივნისი, 1436
მმართ. დასასრული: 16 აგვისტო, 1445
წინამორბედი: მარია ანჟუელი
მემკვიდრე: შარლოტა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1424
დაბ. ადგილი: პერთი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 16 აგვისტო, 1445 (20 წლის)
გარდ. ადგილი: შალონ-ან-შამპანი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი XI ვალუა
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჯეიმზ I სტიუარტი
დედა: ჯოან ბეფორტი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ სტიუარტი (დ. 25 დეკემბერი, 1424 — გ. 16 აგვისტო, 1445), აგრეთვე ცნობილი, როგორც მარგარიტა შოტლანდიელისტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ჯოან ბეფორტის ქალიშვილი. საფრანგეთის დოფინი, როგორც ლუი დე ვალუას მეუღლე. მათი ქორწინება არ იყო ბედნიერი, მარგარეტი გარდაიცვალა 20 წლის ასაკში, უშვილოდ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტი დაიბადა 1424 წლის 25 დეკემბერს, შოტლანდიის ქალაქ პერთში. მისი მშობლები იყვნენ შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I და მისი ცოლი, დედოფალი ჯოან ბეფორტი. მარგარეტი მათი ცხრა შვილიდან პირველი იყო, მას ჰყავდა 6 უმცროსი და და 2 უმცროსი ძმა.

მარგარეტის მცირეწლოვანების დროს შედგა ფრანკო-შოტლანდიური ალიანსი, რომელიც მიმართული იყო ინგლისის წინააღმდეგ. ამ ალიანსის განსამტკიცებლად შოტლანიის მეფე ჯეიმზ I-მა და საფრანგეთის მეფე შარლ VII-მ გადაწყვიტეს მათი შვილები დაექორწინებინათ. ჯეიმზ I-მა ქალიშვილებიდან საფრანგეთში გასათხოვებლად მარგარეტი აირჩია. მარგარეტი უნდა მისთხოვებოდა შარლის ვაჟს, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ვალუას. მარგარეტსა და ლუის პირველივე შეხვედრიდან ერთმანეთზე საშინელი წარმოდგენა შეექმნათ. რამდენიმე ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ლუის მარგარეტი სძულდა. ისინი 1436 წლის 24 ივნისს დაქორწინდნენ, ქორწილში ლუი თავის პატარძალს ზედაც არ უყურებდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქორწინებით არც მარგარეტი და არც ლუი არ იყო დაინტერესებული, ის ძალიან უბრალო და მოკრძალებული იყო. ამ პერიოდისათვის ლუი 13 წლის იყო, ხოლო მარგარეტი 11-ის. მარგარეტი ქორწილში მშვენიერ თოჯინას ჰგავდა, ლუის კი ყოველდღიური ნაცრისფერი შარვალი ეცვა და ნატანჯი სახე ჰქონდა. ქორწილის დროს ლუიმ შოტლანდიელ სტუმრებს შეურაცყოფა მიაყენა. შეურაცყოფილი შოტლანდიელები სწრაფად გაეცალნენ ქორწილს და შოტლანდიაში დაბრუნებას აპირებდნენ, მეფე შარლი კი ყველაფერს აკეთებდა მათ შემოსარიგებლად, რადგან ეს სრულიად შოტლანიის შეურაცყოფა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ შესაძლოა ალიანსი გამწყდარიყო და შოტლანდია ინგლისის მხარეს გადასულიყო. შარლმა შოტლანდიელები ძლივს მოაბრუნა. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროისთვის საფრანგეთი გაღატაკებული იყო, სტუმრებს ძალიან მოკრძალებულად გაუმასპინძლდნენ.

ქორწილის შემდეგ მეფე შარლი და ლუი საფრანგეთის სხვა რეგიონებში წავიდნენ მოკავშირეების შესაგროვებლად, ახლად გათხოვილი მარგარეტი კი სამეფო სასახლის ინტიგან ქალებთან მარტო დარჩა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მარგარეტს კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, დედოფალ მარია ანჟუელთან, რომელიც ძალიან კეთილი და გულისხმიერი ქალი იყო.

მარგარეტი იყო ლამაზი, სასიამოვნო და ძალიან ლამაზი, ასევე ჰქონდა ლექსების წერისა და ულამაზესი კომპოზიციების შექმნის ნიჭი. იგი მალევე ჩაება საფრანგეთის სამეფო კარზე მიმდინარე ინტრიგნულ და გაბედულ ცხოვრებაში. მან მალევე მოაწონა თავი მამამთილს, მეფე შარლ VII-საც, რასაც ვერ ვიტყვით მის ქმარ ლუიზე. იგი ასევე ძალიან მოსწონდათ საფრანგეთში ჩასულ უცხოურ დელეგაციებსაც. თუმცა იგი საფრანგეთის სამეფო კარზე თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა და მალე ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.

მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის ქმართან, რომელსაც მარგარეტი სძულდა. უნდა ითქვას, რომ მეფე შარლი ყოველთვის რძლის მხარეს იჭერდა ხოლმე, რაც ლუიში მარგარეტისადმი ზიზღს უფრო აღვივებდა. მარგარეტს არ უნდოდა ლუისგან დაორსულებულიყო, ამიტომაც იმ დროისთვის ცნობილ ყველა ხერხს მიმართავდა რათა არ დაორსულებულიყო. ამისათვის ყოველთვის ატარებდა ძალიან მაგრად მოჭერილ კორსეტს, ჭამდა მწვანე ვაშლს და ხშირად სვავდა ალკოჰოლურ სასმელს. თუმცა ლუის მისდამი დამოკიდებულება მარგარეტის დეპრესიას უფრო აძლიერებდა.

1445 წლის 16 აგვისტოს, შალონ-ან-შამპანში 20 წლის მარგარეტი გარდაიცვალა. მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის ფილტვების ანთებამ შეიწირა.

მარგარეტი დაკრძალეს ქალაქ ტურის წმინდა ლეონის სახელობის ტაძარში. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში ლუიმ ახალი ცოლი შეირთო, შარლოტა სავოიელი, რომელიც მარგარეტისგან განსხვავებით სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]