მამია I გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამია.
მამია I გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1512
მმართ. დასასრული: 1534
წინამორბედი: გიორგი I გურიელი
მემკვიდრე: როსტომ გურიელი
გარდ. თარიღი: 1534
მეუღლე: ქეთევანი
შვილები: გიორგი გურიელი, როსტომ გურიელი, თინათინ გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი I გურიელი

მამია I გურიელი (გ. 1534) — გურიის მთავარი 1512-1534 წლებში, გიორგი I გურიელის ძე.

1520 წელს კახეთის მეფე ლევანმა სთხოვა დახმარება ქართლის მეფე დავით X-ის დამარცხებაში. ლევანმა მამიას ასევე სთხოვა ქალიშვილის ხელი, რათა განემტკიცებინა ალიანსი. ლევანმა დაამარცხა დავით X მაღაროსთან ბრძოლაში, ხოლო მამია I შეიჭრა ქართლში. დავითმა, მამიამ და ლევანმა ზავი მუხრანში დადეს. 1520 წელს, იმერეთის მეფე ბაგრატ III-სა და მამია გურიელის მონაწილეობით, ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის ზავი დაიდო, რითაც დადასტურდა საქართველოს სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ გაყოფა. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა.

1533 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან და ოდიშის მთავარ მამია III დადიანთან ერთად ჯიქეთზე გაილაშქრა; მოკავშირეები დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მამია I გურიელის ვაჟი გიორგი, ხოლო მთავარი, მისი ძმები და ეპისკოპოსები ტყვედ ჩავარდნენ და თავი გამოისყიდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]