მალაიზიური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუჩის საჭმელი მალაიზიაში

მალიაზიური სამზარეულო ქვეყნის მრავალეთნიკური შემადგენლობითაა განპირობებული. [1] მალაიზიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ეთნიკურ ჯგუფად: მალაიელები, ჩინელები და ინდოელები. მრავალ ადგილობრივ ტომთან ერთად ქვეყანაში ბევრია უცხოელი მუშაკი და ემიგრანტი.

ისტორიული მიგრაციისა და კოლონიზაციის პერიოდიდან გამომდინარე მალაიზიის კულინარიული სტილი დღეს ძირითადად მალაიზიის, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის და ბორნეოს ხალხების კულინარიული შედევრების ნაზავს წარმაოადგენს. მსუბუქად იგრძნობა ტაილანდური, პორტუგალიური, ჰოლანდიური, არაბული და ბრიტანული სამზარეულოების გავლენა. ამ ყველაფრის გამო მალაიზიური სამზარეულო მსოფლიოში ერთ- ერთ ურთულესსა და მრავაფეროვანს წარმოადგენს. სანელებლების გამოყენების ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განსხვავდება, რაც კერძებს მრავალფეროვან არომატებს სძენს.

იმის გამო, რომ ნახევარკუნძულოვანი მალაიზია სინგაპურთან საერთო ისტორიას იზიარებს, საზღვრის ორივე მხარეს ერთნაირი კერძების მოძიებაა შესაძლებელი. ისტორიული მიგრაციისა და მჭიდრო ეთნიკური და კულტურული ნათესავობის გამო, მალაიზია კულინარიულ კავშირებს ინარჩუნებს ინდონეზიასთან [2] ორივე ქვეყანა ხშირად იზიარებს გარკვეულ კერძებს, როგორიცაა სატაი, რენდანგი და სამბალი. ქვეყანაში ინდური სამზარეულოდან მეტწილად სამხრეთ ინდური და შრი- ლანკური ელემენტები გვხვდება. მთავარ დამახასიათებელს სანელებლების ჭარბი რაოდენობა და სიცხარე წარმოადგენს.

სარავაკის ფენებიანი ნამცხვარი

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიური სამზარეულო არის კულინარიული ელემენტების ნაზავი ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდონეზიიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან.[3] მალაიზიის მრავალფეროვანი კულინარიული კულტურა მრავალეროვნულობისა და კოლონიური წარსულიდან მომდინარეობს. [4] მე-15 საუკუნეში მალაიზიაში სავაჭრო გზა გადიოდა, სადაც გადაჰქონდათ სანელებლები ახლო აღმოსავლეთიდან. კოლონიალური პერიოდის დროს ქვეყანაში ჰოლანდიური, ბრიტანური, პორტუგალიური ტრადიციები და კულინარიული ელემენტები შევიდა. მათ ქვეყანაში საჭმელად შეიტანეს არაქისი, ანანასი, ავოკადო, პომიდორი და გოგრა. მოგვიანებით, ბრიტანეთის მმართველობით, კოლონიზატორებმა ჩამოიყვანეს მრავალი ჩინელი და ინდოელი სამუშაოდ. [5] მათ გარკვეული წვლილი შეიტანეს მალაიზიური გასტრონომიის ჩამოყალიბებაში. 210

ვეგეტარიანული საჭმელი მალაიზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის მონაცემებით მალაიზიის მთლიანი მოსახლეობიდან ერთი მილიონი ადამიანი ვეგეტარიანელი იყო. ტრადიციულ მალაიურ სამზარეულოში ხორცსა და ზღვის პროდუქტებზე დიდი აქცენტის გამო, აგრეთვე ბევრ ადგილობრივ კერძში კრევეტის პასტისა და ზღვის პროდუქტების ძალიან გავრცელების გამო, სასადილოებში ვეგანური და ვეგეტარიანული კერძების მოძიება რთულია.

ბანანის ფოთლის ბრინჯი

რესტორნები რომლებსაც აქვთ აბრა sayur sayuran ან მათზე გამოსახულია ჩინური იეროგლიფი 素 ან 斎 სტუმრებს უხორცო საკვებს სთავაზობენ. მსგავსი ტიპის რესტორნები ქვეყანაში ბევრია, განსაკუთრებით დიდი ზომის ქალაქებში. ამ რესტორნებში მხოლოდ ვეგეტარიანულ / ვეგანურ საკვებს ამზადებენ და მომზადებისას არასდროს გამოიყენება ხორცი ან ცხოველური პროდუქტები. ისეთი რესტორნები, რომლებიც ხორცისა და თევზის მომზადებით არიან განთქმულნი მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში ამზადებენ ვეგეტარიანულ კერძებს.

მალაიზიელი ჩინელების 80% თავს ბუდისტს უწოდებს და შესაბამისად დროის გარკვეულ მონაკვეთში მათ ვეგეტარიანული კერძების მიღება უწევთ.

ვეგეტარიანელების კერძების უმრავლესობას წარმოადგენს: ორგანული ქინოა, ფეტვი, ჩიას თესლი, სელის თესლი, ავოკადო, კვერცხი, ტოფუ, ფიჭვის კაკალი, ნუშის რძე და ა.შ. ამ ბოლო პეროდში მალაიზიაში გაიზარდა ადგილობრივ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Joe Bindloss (2008). Kuala Lumpur, Melaka & Penang. Ediz. Inglese. Lonely Planet. ISBN 978-1-74104-485-0.
  2. Kosaku Yoshino. Malaysian cuisine დაარქივებული 2014-05-02 საიტზე Wayback Machine. . Sophia University Institute of Comparative Culture, Tokyo. p. 3. Retrieved 2 May 2014.
  3. Raji, Mohd Nazri Abdul; Ab Karim, Shahrim; Ishak, Farah Adibah Che; Arshad, Mohd Mursyid (1 December 2017). "Past and present practices of the Malay food heritage and culture in Malaysia". Journal of Ethnic Foods. 4 (4): 221–231. doi:10.1016/j.jef.2017.11.001. ISSN 2352-6181.
  4. "Department of Statistics Malaysia Official Portal"www.dosm.gov.my. Retrieved 9 December 2019.
  5. "Malaysia - The impact of British rule" Encyclopedia Britannica. Retrieved 9 December 2019.