მავრიკიოსი (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მავრიკიოსი
Flavius Mauricius Tiberius Augustus
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 582
მმართ. დასასრული: 602
წინამორბედი: ტიბერიუს II
მემკვიდრე: ფოკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 539
გარდ. თარიღი: 602
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: კონსტანტინა
დინასტია: იუსტინიანიდების

მავრიკიოსი (დ. 539 — გ. 27 ნოემბერი, 602) — ბიზანტიის იმპერატორი 582-602 წლებში. წარმოშობით იყო კაბადოკიელი. იმპერატორ ტიბერიუს II-ის სიძე. მუშაობდა კონსტანტინოპოლში ნოტარიუსად. 577 წელს დაინიშნა აღმოსავლეთის მაგისტროსად. წარმატებით აწარმოებდა ომს სპარსელებთან. 581 წელს დაქორწინდა იმპერატორ ტიბერიუს II-ის ქალიშვილზე კონსტანტინაზე და გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ.

582 წელს ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ გახდა იმპერატორი. მმართველობა მოუხდა ქვეყნისათვის მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში. 591 წელს ქვეყნიდან ერთ-ერთი მხედართმთავრის მიერ განდევნილ სპარსეთის უფლისწულ ხოსროს დაეხმარა ტახტის დაბრუნებაში. მასვე მიათხოვა უფროსი ქალიშვილი. რის შედეგადაც ორ სახელმწიფოს შორის დაიდო ხელსაყრელი ზავი და ქვეყნის აღმოსავლეთით მშვიდობამ დაისადგურა. რამაც მავრიკიოსს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი ძალები გადაესროლა ბალკანეთში და იტალიაში, სადაც ასევე წარმატებებს მიაღწია.

მის დროს დაიწყო ქვეყნის დეცენტრალიზცია. შეიქმნა ნახევრადდამოუკიდებელი საეგზარქოსოები რავენაში (584) და კართაგენში (591).

მავრიკიოსის ანდერძის მიხედვით (597) იმპერია მის ვაჟიშვილებს შორის უნდა დანაწილებულიყო. ცნობილია, რომ მას ჰყავდა 10 შვილი: 4 ქალიშვილი და 6 ვაჟიშვილი.

მავრიკიოსი დაამხეს აჯანყებულმა ჯარისკაცებმა ფოკას მეთაურობით. ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს 602 წლის 27 ნოემბერს. მანამდე კი მის თვალწინ სიკვდილით დასაჯეს მისი ექვსივე ვაჟიშვილი. ხოლო დედოფალი და სამი ქალიშვილი მონასტერში გამოკეტეს. სიმამრის მკვლელობის გამო ხოსრო II-მ დაარღვია ზავი და ისევ დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერიას. რამაც საბოლოოდ აღმოსავლეთის პროვინციების გაჩანგება გამოიწვია.

მავრიკიოსმა იმპერიის ოფიციალურ ენად ლათინურის ნაცვლად გამოაცხადა ბერძნული ენა. მავრიკიოს მიაწერენ ასევე სამხედრო სახელმძღვანელოს „სტრატეგიკონის“ ავტორობას.

ბიზანტიის იმპერია მავრიკიოსის მმართველობის ბოლოსათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ბიზანტიური ცივილიზაცია“, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006 წელი. გვ. 482
წინამორბედი:
ტიბერიუს II
ბიზანტიის იმპერატორი
582-602
შემდეგი:
ფოკა