მადაგასკარის ბეჭედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადაგასკარის ბეჭედი
დეტალები
მატარებელი მადაგასკარი
დამტკიცდა 1998
დევიზი Tanindrazana, Fahafahana, Fandrosoana
სამშობლო, თავისუფლება, განვითარება

მადაგასკარის ბეჭედი (ფრანგ. Sceau de Madagascar) — მადაგასკარის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო დამტკიცებული 1992 წელს, სოციალისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ. წარმოადგენს კუნძულის კონტურულ რუკას ბეჭდის ცენტრში (ორ მცირე კუნძულთან ერთად; აღწერის თანახმად ეს მცირე კუნძულები არის გლორიოზი და ტრომლენი), რომლის ქვემოთ გამოსახულია ზებუს თავი. ბეჭედში გამოყენებულია წითელი, მწვანე, ყვითელი, შავი და თეთრი ფერები. მწვანე და წითელი სხივები გამოსხივებული სახელმწიფოს რუკიდან ქმნიან მზის შთაბეჭდილებას, ასევე იგი ქმნის მოგზაურთა ხის სიმბოლოს, რომელიც მადაგასკარისთვის ტიპური მცენარეა.

ემბლემა გარსშემორტყმულია მალაგასიურ ენაზე შესრულებული წარწერით "REPOBLIKAN'I MADAGASIKARA", რაც ნიშნავს „მადაგასკარის რესპუბლიკას“. ბეჭდის ძირში დატანილია წარწერა "TANINDRAZANA - FAHAFAHANA - FANDROSOANA", რაც ითარგმნება როგორც „სამშობლო - თავისუფლება - განვითარება“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]