მაგადჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგადჰას სახელმწიფოს საზღვრები ძვ. წ. 500 წელს.

მაგადჰა (სანს. मगध) — ისტორიული ოლქი და სახელმწიფო თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე. მდებარეობდა მდინარე განგის შუა წელის სამხრეთით. მისი აღმავლობა დაიწყო ძვ. წ. VII საუკუნიდან, განსაკუთრებით ძლიერდება ძვ. წ. VI საუკუნეში, ბამბისარასა და აჯატაშატრის მეფობის პერიოდში. ამ პერიოდში ძლიერ გაფართოვდა ქვეყნის საზღვრები და წარმოადგენდა ნანდების იმპერიის (ძვ. წ. IV ს.), მაურიებისა (ძვ. წ. IV-II სს.) და გუპტების სახელმწიფოს ბირთვი. მაგადჰა ძველი ინდოეთის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, ბუდიზმისა და ჯაინიზმის გავრცელების კერა. X საუკუნეში სახელწოდება „მაგადჰა“ ხმარებიდან გამოვიდა.

ქვეყნის დედაქალაქი იყო რაჯაგრიჰა, ხოლო შემდეგ პატალიპუტრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971