ლუიზ ანა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზ ანა დე ბურბონი
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1695
ვერსალი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 1758, (62 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება მადმუაზელ დე შაროლუა
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი III, კონდეს პრინცი
დედა: ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
ხელმოწერა

ლუიზ ანა დე ბურბონი (ფრანგ. Louise Anne de Bourbon; დ. 23 ივნისი, 1695 — გ. 8 აპრილი, 1758) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი მეუღლის, ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ ანა დაიბადა 1695 წლის 23 აპრილს, ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ქალიშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასული. იგი მოინათლა 1698 წლის 24 ნოემბერს ვერსალის სამლოცველოში, თავის ძმასთან, ლუი ანრისთან და დასთან, ლუიზ ელიზაბეტთან ერთად.

თავისი ბიძაშვილის, ფილიპ II ორლეანელის რეგენტობის პერიოდში იგი რომანტიკულ ურთიერთობაში იყო რიშელიეს ჰერცოგ ლუი ფრანსუა არმან დიუ პლესთან, რომელიც კარდინალ რიშელიეს ძმის შვილიშვილი იყო. ლუიზ ანასა და ლუი ფრანსუა არმანის დაშორების მიზეზად ის იქცა, რომ როგორც აღმოჩნდა რიშელიეს რომანი ჰქონდა ლუიზ ანას ბიძაშვილ შარლოტ აგლაე ორლეანელთანაც.

გარკვეული დროის მანძილზე იგი თავისი ბიძაშვილის, დომბეს პრინც ლუი ავგუსტის საცოლე იყო, თუმცა ლუიზ ანამ ნიშნობა ჩაშალა. მისი შემდგომი საქმრო შარტრის ჰერცოგი მისივე დეიდაშვილი ლუი ორლეანელი იყო, რომელიც რეგენტ ფილიპ II-ის ვაჟი იყო. ამჯერად ნიშნობა ლუის დედამ, ანუ ლუიზ ანას დეიდამ, ორლეანის ჰერცოგინია ფრანსუაზ მარი დე ბურბონმა ჩაშალა, რადგანაც მას სურდა, რომ მისი ვაჟი გერმანელ პრინცესაზე დაქორწინებულიყო, რაც ასეც მოხდა და ლუიმ ცოლად ავგუსტა ბადენ-ბადენელი შეირთო.

როდესაც ლუიზ ანა 30-ს გადასცდა და მისი გათხოვება უკვე შეუძლებელი გახდა, იგი აქტიურად ჩაება სამეფო კარის ცხოვრებაში. იგი თავის ბიძაშვილს, მეფე ლუი XV-ს ეხმარებოდა ახალ-ახალი საყვარლების მოძებნაში. მიუხედავად იმისა, რომ ლუიზ ანამ მეფეს უამრავი საყვარელი გააცნო, ლუი XV-ის მუდმივიდ და სახელგანთქმული საყვარელი მადამ დე პომპადური გახდა, რომელიც ლუიზ ანას დამ, ლუიზ ელიზაბეტმა გააცნო მეფეს.

ლუიზ ანა დე ბურბონი გარდაიცვალა 1758 წლის 8 აპრილს, 62 წლის ასაკში, პარიზში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gaston Duchesne, Mademoiselle de Charolais, Procureuse du Roi. D'après des notes d'archives et les Mémoires de l'époque, Paris, H. Daragon, 1909.
  • Jacques Levron et Élisabeth Talandier, Mademoiselle de Charolais : la scandaleuse petite-fille de Louis XIV, Paris, Perrin, 2003.
  • Paul Rival, Fantaisies amoureuses du Duc de Richelieu, (Paris, Hachette, 1959, p. 192-207)