ლოზანის საზავო ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოზანის საზავო ხელშეკრულება
ხელი მოეწერა 24 ივლისი, 1923
ადგილი ლოზანა, შვეიცარია
ძალაში შევიდა 6 აგვისტო, 1924
ხელი მოაწერეს თურქეთის დროშა თურქეთი,
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი,
იტალიის დროშა იტალია,
იაპონიის დროშა იაპონია,
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი,
რუმინეთის დროშა რუმინეთი
მეანაბრე საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ფრანგული

ლოზანის საზავო ხელშეკრულებალოზანის კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი შემაჯამებელი დოკუმენტი. ხელი მოაწერეს 1923 წლის 24 ივლისს ერთი მხრივ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს და მეორე მხრივ თურქეთის წარმომადგენლებმა. შეცვალა 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.

ხელშეკრულებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები. იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის. თურქეთმა შეინარჩუნა აღმოსავლეთი თრაკია, იზმირი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა სევრის ხელშეკრულების შედეგად. ამავდროულად თურქეთმა უარი თქვა არაბეთზე, ეგვიპტეზე, სუდანზე და სხვა გავლენის სფეროებზე. თრაკიაში საზღვარი მდინარე მარიცას გაჰყვა.

ხელშეკრულებამ შეცვალა უცხოელების ეკონომიკური და პოლიტიკური პრივილეგიები თურქეთში და თურქეთზე არსებული საერთაშორისო ფინანსური კონტროლი. თურქეთი დათანხმდა გადაეხადა ოსმალეთის იმპერიის ვალის ნაწილი.

1923 წლის 23 აგვისტოს თურქეთმა მოახდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია, ხოლო ძალაში შევიდა 1924 წლის 6 აგვისტოდან, როდესაც რატიფიკაცია ყველა ხელმომწერმა სახელმწიფომ მოახდინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]