ლინდზი ლოჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინდზი ლოჰანი

2012 წლის 14 აგვისტო, ლოჰანი will.i.am-ის წვეულებაზე
დაბადების სახელი ლინდზი დი ლოჰანი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1986 (1986-07-02) (37 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მოდელი
აქტიური 1989–დღემდე
მშობლები მამა: მაიკლ ლოჰანი
დედა: დინა ლოჰანი

ლინდზი ლოჰანი (ინგლ. Lindsay Lohan; დ. 2 ივლისი, 1986) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოჰანმა სამოდელო კარიერა დაიწყო, როდესაც მხოლოდ სამი წლის იყო. 1998 წელს ლოჰანი გადაიღეს Disney-ს ფილმში „მშობლების მახე“. ამის შემდეგ ის კიდევ ორ ნაკლებად პოპულარულ ფილმში მონაწილეობდა. 2002 წელს ის ფილმ „გიჟურ პარასკევში“ გადაიღეს, რომელმაც ლინდზის დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მას 2004 წლის ფილმმა „ცუდი გოგოები“ მოუტანა. ამ ფილმებმა ლინდზის რამდენიმე ჯილდო მიაღებინა, მათ შორის MTV Movie Awards და Teen Choice Awards, თუმცა, ამას მოჰყვა პაპარაცებისა და ტაბლოიდების მხრიდან დიდი ყურადღება და ლოჰანი მათ მთავარ სამიზნედ იქცა.

2004 წელს ლინდზიმ გამოუშვა სადებიუტო ალბომი Speak, რომელმაც პლატინის სტატუსი შეიძინა. პირველ ალბომს მოჰყვა მეორე ალბომი A Little More Personal (Raw), რომელიც ლინდზიმ 2005 წელს გამოუშვა. მისი მეორე ალბომი ოქროს სტატუსით აღინიშნა. იმავე წელს ლოჰანი გადაიღეს ფილმში „ჰერბი“, როგორც დანარჩენი ლინდზის ფილმები, „ჰერბიც“ წარმატებული აღმოჩნდა. „ჰერბის“ შემდეგ მან 2006 წელს კიდევ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ მისი პოპულარობა მალე დასრულდა.

2007 წელს ლინდზი ავტოავარიის გამო სასამართლოებში დადიოდა და 2011 წელს კოკაინის მოხმარების და მთვრალ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ამან გავლენა იქონია ლინდზის შესახებ საზოგადოებრივ აზრზე. ბევრმა პროდიუსერმა თუ რეჟისორმა უარი განაცხადა მასთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა. ჰქონდა კვებითი აშლილობები, რაც თავდაპირველად ბულიმიაში, შემდეგ კი ანორექსიაში გამოიხატა. თუმცა 2009 წელს ლინდზიმ სატელევიზიო ფილმში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს ლოჰანი გადაიღეს კიდევ ერთ სატელევიზიო ფილმში, „ლიზი და დიკი“, სადაც მან ელიზაბეთ ტეილორის როლი შეასრულა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1998 მშობლების მახე The Parent Trap ჰელი პარკერი
2000 ტფ რეალური ზომის Life-Size კეისი სტიუარტი
2002 ტფ მოიფიქრე Get a Clue ალექსანდრა გოულდი
2003 გიჟური პარასკევი Freaky Friday ანა კოულმანი
2004 სცენის ვარსკვლავი Confessions of a Teenage Drama Queen ლოლა
2004 ცუდი გოგოები Mean Girls ქეიდი ჰერონი
2005 ჰერბი: სრულად ჩატვირთვა Herbie: Fully Loaded მეგი პეიტონი
2006 უბრალოდ იღბლიანი Just My Luck ეშლი ოლბრაიტი
2010 მაჩეტე Machete ეიპრილ ბუთი
2013 ელიტური საზოგადოება The Bling Ring საკუთარი თავი
2013 კანიონები The Canyons ტარა
2013 ძალიან საშიში კინო 5 Scary Movie 5 საკუთარი თავი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]