ლითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქანები

ლითოლოგია (ბერძნ. lithos — ქვა და logos — მოძღვრება) — მეცნიერება დანალექი ქანებისა და დანალექი საბადოების, აგრეთვე თანამედროვე ნალექების შედგენილობის, აგებულების, გენეზისისა და გავრცელების შესახებ.

ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში. ლითოლოგია შედგება სამი ნაწილისაგან: დანალექი ქანების შესწავლის მეთოდები (საველე და ლაბორატორიული); დანალექი ქანების პეტროგრაფია (დანალექი ქანების ნივთიერი შედგენილობის, სტრუქტურების, ტექსტურების აღწერა, ქანების სისტემატიკის და გენეზისის შესწავლა); ზოგადი ლითოლოგია (დანალექი ქანების წარმოშობის ზოგადი თეორიის — ლითოგენეზის — დამუშავება).

ეს ნაწილი აანალიზებს დალექვის პროცესის ზოგად კანონზომიერებებს და მიმართულებას. ანალიზი ემყარება არა მარტო დანალექი ქანების პეტროგრაფიის მონაცემებს, არამედ მრავალ სხვა მომიჯნავე დისციპლინას — ნიადაგთმცოდნეობას, ოკეანოლოგიას, გეოქიმიას, ფიზიკურ ქიმიას, რეგიონულ და ისტორიულ გეოლოგიას. ლითოლოგიური კვლევა ფართოდ მიმდინარეობს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითოლოგიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ინგლისურ გემ „ჩელენჯერზე“ ჩატარებული ოკეანოგრაფიული ექსპედიციები (ამერიკელი მეცნიერი ჯ. მერეი, ბელგიელი ა. რენარი, 1891 წ.) და ი. ვალტერის მიერ ჩატარებული გამოკვლევები (1893—1894 წწ.), რომელიც მიეძღვნა ნალექთა ქანთწარმოქმნის საკითხებს.

ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევების შედეგად ლითოლოგია XX საუკუნის 10-იან წწ. დამოუკიდებელ მეცნიერებად ყალიბდება. მის ფორმირებაში ამაგი დასდეს განსაკუთრებით ა. კარპინსკიმ, ა. პავლოვმა, ჰ. სორბიმ, ჯ. ბარელმა, ლ. კაიემ და სხვ.

ლითოლოგიის შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვანი იყო ანდრია არხანგელსკის, ალექსანდრე ზავარიცკის, უილიამ ჰენრი ტუენჰოფელის, უილიამ კრუმბეინისა და სხვათა შრომები.

ლითოლოგიური ჟურნალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Journal of the Sedimentary Petrology" (Tulsa, 1931-იდან);
  • "Sedimentary geology" (Arnst., 1967-იდან);
  • "Marine geology" (Arnst., 1964-იდან).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიხრაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 229.;
  • Pettijohn F. J., Sedimentary rocks, 2 ed., N. Y., 1957;
  • Twenhofel W. H., Principles of sedimentation, N. Y., 1950.
  • Швецов М. С., Петрография осадочных пород, М., 1958;
  • Состояние и задачи советской литологии, в. 1—3, М., 1970;
  • Крашенинников Г. Ф., Учение о фациях, М., 1971.