ლესბოსის ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძული ლესბოსი

ლესბოსის ღვინოეგეოსის ზღვაში ბერძნული კუნძული ლესბოსიდან არის. კუნძულს ღვინის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება, როდესაც ის ჰომეროსმა პირველად მოიხსენია საკუთარ ნაწარმოებში. ამ პერიოდში ეს კუნძული ბერძნულ ბაზარზე ღვინის გასაღებაში კუნძულ ხიოსს ეჯიბრებოდა. აპოკრიფულ წერილებში ნახსენების პოეტი საფოს ერთ-ერთი ძმა, როგორც ვაჭარი, რომელიც ლესბოსის ღვინოს ყიდდა ეგვიპტეში ბერძნულ დასახლება ნაუკრატისში. ყველაზე გავრცელებული ლესბოსური ღვინო ცნობილი იყო სახელით პრამნიული. ლესბოსური ღვინის პოპულარობა რომის პერიოდშიც გაგრძელდა და მას დიდად აფასებდნენ ეგეოსის სხვა ღვინოებთან ერთად ხიოსიდან, თასოსიდან და კოსიდან.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" (Third Edition). Oxford University Press, 2006, ISBN 0-19-860990-6, p. 5.