ლაქაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაქაში

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  ლაქაშისებრნი
გვარი:  ლაქაში
ლათინური სახელი
Typha

ლაქაში (ლათ. Typha) — ერთლებნიან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაქაშისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 70 სმ-4 მ აღქევს. აქვთ ფართო ან ვიწროხაზური, კიდემთლიანი ფოთლები.

20 სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა. ლაქაში. იზრდება ტბებისა და მდოვრე მდინარეების წყალმარხ სანაპიროებზე, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე. საქართველოში უფრო ხშირად გვხვდება ლაქაშის 2 სახეობა — Typha latifelia და Typha angustifolia, რომლებიც ქმნიან ფიტოცენოზებს კოლხეთის და სხვა დაბლობის მდინარისპირული ლარტაფების წყალუხვ ადგილებში, ბაზალეთისა და ლისის ტბების სანაპიროებზე, ზაჰესის საგუბრის ნაპირზე, ზურტაკეტის ზეგნის ტბების წყალმარხ, ლამიან სანაპიროებზე და სხვაგან. ლაქაშიანები საქართველოში არსად არ არის დიდ ფართობზე გავრცელებული.

ლაქაშს სასილოსედ იყენებენ, მისგან თოკს, ჭილობსა და ჩანთებს ამზადებდნენ. ყვავილთანური ბეწვები მაღალი ხარისხის ცელულოზის მისაღებად იხმარება, ხოლო მატყლთან ერთად მას ქეჩისა და ფეტრის წარმოებაში იყენებენ. მთელ მცენარეს — საქაღალდე მასალად, ფესურებს კი — სახამებლის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]