ლაფანყური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლაფანყური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი ლაფანყური
კოორდინატები 42°03′43″ ჩ. გ. 45°35′28″ ა. გ. / 42.06194° ჩ. გ. 45.59111° ა. გ. / 42.06194; 45.59111
დაარსდა 19051908 წლებში
ფართობი ~ 1.26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 600—640
კლიმატის ტიპი ხასიათდება კონტინენტური თავისებურებებით. იანვრის საშუალო ტემერატურა 0 °C-ია, ხოლო ივლისის +20 °C.
ოფიციალური ენა ქართული
მოსახლეობა 620[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე ~ 492 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
აზერბაიჯანელები 1,5 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 2210[3]
ლაფანყური — საქართველო
ლაფანყური
ლაფანყური — კახეთის მხარე
ლაფანყური

ლაფანყურისოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ლოპოტის მარცხენა სანაპიროზე. ხეობა სამი მხრიდან გარშემორტყმულია კახეთის კავკასიონის მთებით. ეს მთებია: დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი, დიდი და პატარა ანდარაზანი და სხვა. ხეობის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 500 – 3000 მ-ის ფარგლებში. ხეობის უმაღლესი მწვერვალია მთა დიდი ანდარაზანი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3039 მეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის გარშემო უხვად მოიპოვება უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ ლოპოტის ხეობაში, თითქმის ალპურ ზონამდე შორეულ წარსულში ხალხი ცხოვრობდა. ხეობის სიღრმეში მდებარეობს ადგილები, რომელთა სახელები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი დასახლებული პუნქტები ყოფილა და არა უბრალო გეოგრაფიული ადგილები:

  • სასანთლე,
  • მუხაციხე,
  • ნაკალოვარი,
  • ჩხინკური,
  • გონჯახევი,
  • ნამარნევის გორი,
  • ტორნისი,
  • ჭურისხევი,
  • ნოსორნა (ეს უკანასკნელი ჩხინკურთან და მუხაციხესთან ერთად დაბის ტიპის დასახლება იყო).

თუმცა მასიურმა შემოსევებმა ლოპოტის ხეობის მოსახლეობა აიძულა, მიეტოვებინა სამოსახლო. დღევანდელი დასახლება მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ძირითადად არაგვის და ივრის ფშავლებისაგან. ივრის ფშავლები კარგად იცნობდნენ ლოპოტის ხეობას, რადგან აქ აზამთრებდნენ მსხვილფეხა პირუტყვს.

ხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს მოსწონებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ მისი ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად, მაგრამ ორი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ამხელა თანხის გადახდა. 10 – 12 ოჯახი შეამხანაგებულა, უყიდია 40 ჰექტარი მიწა და 19081909 წლებში პირველი ჩამოსახლებაც დაწყებულა; მიწის ყიდვა-გაყიდვა 19061907 წლებში გაფორმებულა. თავდაპირველად შესყიდული მიწები სახნავ - სათესად გამოუსადეგარი იყო. მოსახლეობას უჭირდა მხოლოდ მესაქონლეობით თავის გატანა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფლიდან გაგზავნილმა სამკაციანმა დელეგაციამ (ხვთისო ჩაქიაშვილი, ბაბო გიგაური, ხვთისავარ გორთამაშვილი) მიმართა ახალ ხელისუფლებას, რათა მათთვის დაეთმოთ შედარებით დასავლეთით არსებული ტყით დაფარული ტერიტორია („დიდ ვაკე“). ფილიპე მახარაძემ გაკაფული ხე-ტყის სანაცვლოდ ფშავლებს უფლება მისცა ადგილი ეცვალათ. თანდათანობით მოსახლეობამ დასავლეთისაკენ ჩამოინაცვლა და თავდაპირველ ადგილს დაახლოებით 5 კმ-ით დაშორდა.

ტოპონიმიკა და დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ, სოფლის სახელი - „ლაფანყური“ მცენარე ლაფნის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ლოპოტის ხეობაში მხოლოდ სოფლის შემოგარენში გვხვდება. სოფელში დღეს 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. იგი თელავიდან დაშორებულია 36 კილომეტრით. ლაფანყურში ფუნქციონირებს ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, გია გორთამაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, სადაც წირვა ლოცვები ყოველთვიურად აღევლინება. მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა და, ასე თუ ისე, მეცხოველეობა წარმოადგენს. მცირე ფართობებზე გაშენებულია ვაზი და სხვა მრავალწლოვანი კულტურები. ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობა ემიგრირებს ქალაქის და სხვა ქვეყნების მიმართულებით. 2014 წლის აღწერის[1] მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 ადამიანი. აქედან 323 მამაკაცია, 297 კი ქალი.[1]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 904[4]
2014 620[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. კოდები, ინდექსები, ვალუტა, საზომი ერთეულები და სხვა. yell.ge. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
  4. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-29.