ლატერანის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატიკანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ვატიკანის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ლატერანის ხელშეკრულება — არის ერთ-ერთი 1929 წლის ლატერანის პაქტებიდან ან ლატერანის შეთანხმებებიდან. სამი შეთანხმება დაიდო 1929 წელს იტალიის სამეფოსა და წმინდა ეპარქია შორის. ლატერანის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1929 წლის 7 ივნისს და მან მოაგვარა „რომის საკითხი“.

ლატერანის ხელშეკრულება შედგებოდა სამი დოკუმენტისაგან:

  • პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ცნობდა წმინდა ეპარქიის სრულ სუვერენიტეტს ვატიკანში.
  • შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებდა კათოლიკური ეკლესიის პოზიციასა და კათოლიციზმს იტალიაში.
  • ფინანსური კონვენცია, რომელიც ითვალისწინებდა წმინდა ეპარქიის მოთხოვნის საბოლოო მოგვარებას, რომელსაც მოჰყვებოდა ტერიტორიებისა და ქონების ზარალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკებები „რომის საკითხის“ მოგვარების შესახებ დაიწყო 1926 წელს იტალიის მთავრობასა და წმინდა ეპარქიას შორის და 1929 წელს ისინი შეთანხმდნენ ლატერანის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის მხრიდან და ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო გასპარიმ პაპი პიუს XI-ის მხრიდან. ხელშეკრულება ხელი მოეწერა ლატერანის სასახლეში.