ლატავრი ბაგრატიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლატავრი ბაგრატიონიადარნასეს ქალიშვილი, რომელიც ცოლად ჰყავდა ქართლის ერისმთავარ ჯუანშერ არჩილის ძეს.

„მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ჯუანშერის დედა თავდაპირველად ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან არ იცოდა, რომ ბაგრატიონები იყვნენ „ნათესავნი დავით წინასწარმეტყუელისანი“. ამ ქორწინებამ ბაგრატიონები ხოსროიანებს და ვახტანგ გორგასლის შთამომავლობას დაუნათესავა და ხელი შეუწყო მათ დაწინაურებას ქართლის პოლიტიკურ ასპარეზზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 254