ლაკონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნომი
ლაკონია
Λακωνία
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი Sparta
შიდა დაყოფა Sparta Municipality, Evrotas Municipality, Municipality of East Mani და Monemvasia Municipality
კოორდინატები 36°55′00″ ჩ. გ. 22°40′00″ ა. გ. / 36.9167000° ჩ. გ. 22.6667000° ა. გ. / 36.9167000; 22.6667000
ფართობი 3,636 კმ²
მოსახლეობა 100,871 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 27.7 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 23x xx
საფოსტო ინდექსი 23x xx
საავტომობილო კოდი AK
ოფიციალური საიტი lakonia.gr/index.html

ლაკონია (ბერძ. Λακωνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ლაკონიაში მდებარეობს ორი დიდი მთაგრეხილი: ტაიგეტოსი, პელოპონესში ყველაზე მაღალი მწვერვალით (2407 მ), და პარნონი. მათ შორის მიედინება ლაკონიაში მთავარი მდინარე — ევროტასი. ჩრდილოეთით ესაზღვრება არკადიას ნომს, დასავლეთით — მისენიას ნომს. ლაკონიას ნომში შედის კუნძული ელაფონისი.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სპარტა.

  • მოსახლეობა — 100,871 ადამიანი.
  • ფართობი — 3,636 კმ².

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაკონია — ძველი საბერძნეთის ისტორიული მხარე.

ძველ დროში აქ სახლობდნენ ლელეგები ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანამდე. შემდეგ ძირძველი მოსახლეობა გააძევეს დორიელებმა ძვ. წ. II ათასწლეულში, რომლებმაც დააარსეს ქალაქ-სახელმწიფო სპარტა. ლაკონიის მცხოვრებლებს (სპარტელებს) მიაწერენ აზრის სათქმელის გამოხატვას მოკლედ, სხარტად, ზუსტად და მკაფიოდ — ლაკონიზმს.

ძვ. წ. I საუკუნეში ლაკონიის ტერიტორია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიფერიული ერთეული ლაკონია იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.

აღმოსავლეთი მანი (1)
ელაფონისოსი (2)
ევროტასი (მუნიციპალიტეტი) (3)
მონემვასია (4)
სპარტა (5)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]