ლაიფციგის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაიფციგის ბრძოლა
ნაპოლეონის ომების ნაწილი

ლაიფციგის ბრძოლა, ალექსანდრ ზაუერვეიდის ნამუშევარი
თარიღი 16-19 ოქტომბერი, 1813
მდებარეობა ლაიფციგი, საქსონია
შედეგი ნაპოლეონის დამარცხება
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი მეექვსე კოალიცია
მეთაურები
ნაპოლეონ ბონაპარტი ალექსანდრე I
ფრიდრიხ ვილჰელმ III
კარლ XIV
ძალები
160 000-210 000[2][3] 200 000-350 000[2][3]
დანაკარგები
70 000-80 000 54 000
ლაიფციგის ბრძოლა ვიკისაწყობში

ლაიფციგის ბრძოლა, ხალხთა ბრძოლა, ერების ბრძოლა (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) – ნაპოლეონის ომებისა და მსოფლიო ისტორიაში პირველ მსოფლიო ომამდე ყველაზე მსხვილი ბრძოლა. ბრძოლაში ნაპოლეონმა განიცადა მარცხი მეექვსე კოალიციასთან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და შვედეთის მოკავშირე არმიები. ეს ბრძოლა ასევე ცნობილია ხალხთა ბრძოლის სახელით.

ბრძოლა მიმდინარეობდა საქსონიაში, ორივე მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ გერმანელი ჯარისკაცები. თავდაპირველად ნაპოლეონის არმიამ წარმატებით მოიგერია შეტევა, თუმცა 19 ოქტომბერს დიდი დანაკარგებით დაიწყო უკან დახევა. ხალხთა ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა. ლაიფციგის ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონის ომების 1813 წლის კამპანია, რომლის შედეგადაც ნაპოლეონის მმართველობის ქვეშ მხოლოდ საფრანგეთი დარჩა. მოკავშირეთა ჯარები 1814 წლის მარტში პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Defected to the allies 18 October
  2. 2.0 2.1 საიტი voelkerschlacht-bei-leipzig.de
  3. 3.0 3.1 Д. Чандлер, Военные кампании Наполеона. М.: 1999, с. 561