კულტურული ანთროპოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კულტურული ანთროპოლოგია შეისწავლის ადამიანთა ქცევასა და მათი მოღვაწეობის შედეგებს. კულტურული ანთროპოლოგები ინტერესდებიან იმით, თუ როგორ განსხვავდებიან თავიანთი კულტურული მახასიათებლებით სხვადასხვა რასის საზოგადოება. მაგრამ ისმის მთავარი კითხვა, თუ რა არის კულტურა? ტერმინი კულტურა გამოხატავს სხვადასხვა საზოგადოებისა და პოპულაციების სუბიექტურ აზროვენებას. სოციალური ჯგუფის კულტურა, თავის მხრივ, მოიცავს მრავალ ასპექტს: ენა, რელიგიური რწმენები, მუსიკა, შრომა, სქესობრივი როლები, როგორ აპროექტებენ სახლებს, და სხვა მრავალი ჩვევები და იდეები, რაც ფართოდაა გავრცელებული ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფებში.

ზოგადად ანთროპოლოგია, შედარებით, ახალგაზრდა მეცნიერებაა. მხოლოდ 1800 წლისთვის გადაწყვიტეს ანთროპოლოგებმა, რომ ეცხოვრათ შორს სხვა ადამიანებთნ ერთად. თუ ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ ადამიანი, მისი ქცევები და რწმენები, აუცილებელია უკეთ გავეცნოთ უძველეს ადამიანსა და დღევანდელ, თანამედროვე ადამიანს. უნდა ვისწავლოთ მათი კულტურები და მათი ბიოლოგია. აქედან გამომდინარე, ანთროპოლოგია რელევანტური მეცნიერებაა, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, უთანხმოება ადამიანებს შორის.

ბრიტანელმა ანთროპოლოგმა, სერ ედვარდ ტეილორმა, წარმოთქვა პირველად სიტყვა კულტურის განსაზღვრება 1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში" ("Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization"), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე. ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე. ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებდა. კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე. ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა" ("Primitive Culture", 1871). საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ტაილორისეული განსაზღვრება: „კულტურა არის ის კომპლექსური ხვრელი, რომელიც მოიცავს განათლებას, რწმენას, ხელოვნებას, კანონებს, მორალებს, ტრადიციებს და კიდევ სხვა შესაძლებლობებსა და ჩვევებს, რაც ადამიანს დაბადებიდან ახასიათებს.“

კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ, მემკვიდრეობითობის აუცილებელი შენარჩუნებით. ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური კულტურის ელემენტები, ისე ყველა იდეა, დოქტრინა, კანონი, მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა გამოხატულება.

დაახლოებით უკვე მეოცე საუკუნისთვის, ადამიანის განათლება იმდენად გაუმჯობესდა და განვითარდა, რომ მრავალი განსაზღვრება შეიძინა სიტყვა კულტურამ დროთა განმავლობაში.

მიზეზი კულტურული ანთროპოლოგიის გაჩენისა იყო შემდეგი: კოლონიალიზმის დროს სხვადასხვა კულტურათა შეჯახება მოხდა, რის გამოც კულტურები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მოხდა მათი აღრევა და ინდივიდუალიზმის დაკარგვა. ამიტომ გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ ჩამოყალიბებულიყო კულტურული ანთროპოლოგია, რომელიც მოაგვარებდა ამ პრობლემებს და შეისწავლიდა მათ.

კულტურული ანთროპოლოგია ფართო ცნებაა და მოიცავს სხვადასხვა დარგს, როგორებიცაა: არქეოლოგია ( მეცნიერება წარსული კულტურების შესახებ), ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა (ენების ანთროპოლოგიური შეასწავლა), და ეთნოლოგია (მეცნიერება ახლა არსებული, თანამედროვე კულტურებზე). ეს ყველა ჩამოთვლილი განშტოება ერთიანდება და ყველას ერთად ეწოდება კულტურული ანთროპოლოგია.

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგების მიზანი არა მხოლოდ ჩვენი წინაპრების ტრადიციების და მათი ყოველდღიური ცხოვრების რეკონსტრუქციაა, არამედ არის ის, რომ გააკეთონ ანალიზი კულტურული ცვლილებების და შემოგვთავაზონ შესაძლო ვარიანტები და ახსნები ამ კულტურული ცვლილებების შესახებ. არქეოლოგები მიიჩნევიან, როგორც ანთროპოლოგიის ისტორიკოსებად, ადამიანის წარსულის აღმდგენებად. იმის შესწავლით, თუ რა დაგვიტოვა უძველესმა ადამიანმა, არქეოლოგები აგროვებენ ფაქტებს, მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც კულტურები ვითარდება.

ლინგვისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის დამახასიათებელი თვისება არის ლაპარაკის უნარი. თუმცა, ადამიანი ამ სფეროში არ არის მარტო. მეცნიერებამ გვაჩვენა, რომ ზოგიერთი ცხოველი - განსაკუთრებით მაიმუნები - ადამიანების მსგავსად უშვებენ ისეთ ხმებსა და ბგერებს, რომ მათი ეს ქცევა ძალიან ჰგავს ადამიანის კომუნიკაციის საშუალებას. მაგარამ, მიუხედავად ამის ა, არც ერთ ცხოველს არ გამოუმუშავდა იმ დონემდე კომუნიკაციის უნარი, როგორც ადამიანს. სწორედ ეს ენა ეხმარება ადამიანებს, რომ კულტურა თაობიდან თაობამდე გადაიტანონ და არ გაქრეს დროის განნმავლობაში. კულტურული ანთროპოლოგიის ეს განშტოება შეისწავლის ზუსტად ლინგვისტიკას. ლინგვისტიკის შესწავლისას, ანთროპოლოგები უკეთესად ახერხებენ შეისწავლონ, თუ როგორ აღიქვამენ და შეიცნობენ ადამიანები თავიანთ თავსა და ამ სამყაროს.  

ცხადია, ამ მეცნიერებას თავში არა ერთი მეცნიერი უდგას. მრავალი ადამიანი მუშაობს ამ საკითხის შესწავლაზე, არქეოლოგები, ეთნოლოგები, ლინგვისტები და ზოგადად კულტურული ანთროპოლოგები. ყველას დიდი წვლილი შეაქვს ამ საკითხის განვითარებაში და საკმაოდ ცნობილი მეცნიერებიც კი არიან, თავიანთი ნამუშევრების წყალობით. ესენი არიან: კლიფორდ გერტცი, პოლ ფარმერი, ერიკ ვულფი, რუთ ბენედიქტი და ა. შ

კლიფორდ გერტცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიფორდ გერტციამერიკელი ანთროპოლოგი,  რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ნაშრომინ სახელად „ სიმბოლური ანთროპოლოგია“. მისი უნიკალური მიზანი იყო ის, რომ გამოეკვლია და ანალიზი გაეკეთებინა არა უბრალოდ სანების ფორმებისა, არამედ მათი მნიშვნელობა გარკვეული ადამიანების ჯგუფებისთვის. გერტცის თეორია მდგომარეობდა შემდეგში: საგნები, რომლებიც არ არიან რაიმე კულტურის ნაშთი, მაინც არიან დატვირტული რაღაც სიმბოლიკით, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ განვითარება პერსპექტივაში და შეცვალონ გარშემო არსებული სამყარო.

პოლ ფარმერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ ფარმერი — არა მარტო ამერიკელი ანთროპოლოგი და ფიზიკოსია, არამედ ადამიანთა უფლებების დამცველიც, იბრძვის, რომ მიანიჭოს ჯანმრთელობით აღსავსე ცხოვრება ღარიბ და გაჭირვებულ ხალხს. იგი, ასევე, აკონტროლებდა ინფექციურ დაავადებებს და იცავდა ადამიანების ძირითად უფლებებს პერუსა და რუსეთში.  ფარმერმა დაიმსახურა მრავალი სახელგანთქმული პრიზი.

ერიკ ვულფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკ ვულფი შთაგონებული იყო მარქსის იდეალებით და მისი ნაშრომის დამსახურებით, ის გაუშვეს მონაცემების შესაგროვებლად პუერტო რიკოს გარეუბნებში, მოგვიანებით ამ ექსპედიციამ ვულფი მექსიკასა და ევროპაში მოახვედრა, სადაც მან ბოლომდე შეისწავლა დაბალი ფენის წარმომადგენლების საზოგადოება. ის ამტკიცებდა, რომ კულტურა შესწავლილი უნდა ყოფილიყო გლობალური პერპექტივიდან და ამას დაამატა ისიც, რომ კულტურა დინამიურია (ანუ არ არის მუდმივი და ის ყოველთვის იცვლება).

ეთნოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურული ანთროპოლოგის სტრუქტურაში ცენტრალური ადგილი ეთნოლოგიას ან ეთნოგრაფიას უჭირავს - ეს არის მეცნიერებები ეთნოსების, ხალხების შესახებ. ტერმინები ეთნოლოგია და ეთნოგრაფია წარმოშეობილია ძველბერძნული სიტყვებიდან. ეთნოსი ითარგმნება როგორც ხალხი, გრაფოსი აღწერას ნიშნავს, ლოგოსი შესწავლას. შესაბამისად ეთნოლოგია - თეორიული მეცნიერებაა, ეთნოგრაფია კი პრაქტიკული.  ეთლოგიისა და ანთროპოლოგიის კავშირის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ კულტურული ანთროპოლოფია და ეთნოლოგია სინონიმური ტერმინებია. სხვები ფიქრობენ რომ კულტურული ანთროპოლოგია უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ეთნოლოგია და მასშივე მოიაზრებს ამ უკანასკნელს. მათი აზრით კულტურული ანთროპოლოგია ესაა წარმოგვიდგება როგორც განზოგადებული ცოდნა კულტურის ძირითადი ინსტიტუციების შესახებ, იმ დროს როდესაც ეთლოგია კულტურების ანალიტიკურ შედარებას ნიშნავს. მესამენი ამტკიცებენ რომ ეთნოლოგია მოიცავს უფრო ფართო სფექტრს რადგანაც კულტურული ანთროპოლოგია ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ბიოლოგიურ და ფიზიკურ საფუძველს. მეოთხე ვარიანტი ეფუძნება იმას რომ კულტურული ანთროპოლოგია ეს ადამიანის კულტურული ასპექტებია ხოლო ეთნოლოგია ცალკეული ეთნიკური დაჯგუფებების  შესწავლაა.

ეთნოსი - ეს არის სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული დაჯგუფება რომელიც შეიქმნა არა ადამიანების ნების არამედ ბუნებრივი ისტორიული პროცესების შედეგად. ეთნოსების სახასიათო ნიშანი მათი მდგრადობაა: როგორც წესი ისინი აგრძელებენ არსებობას საუკუნეების განმავლობაში. ყოველ ეთნოსში არის შინაგანი ერთობა და ასევე სპეციფიკური ნიშნები რაც განასხვავებს მათ სხვა მსგავსი დაჯგუფებებისგან.

ეთნოლოგია- ეს საზოგადოებების წარმომავლობის (ეთნოსის) შედარებითი და ანალიტიკური შესწავლაა. მისი მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურებისა და სოციალური ჯგუფების რელიგიური მრწამსის, ენების, ქორწინებების, სქესების როლის ურთიერთობების და ტრადიციბის  ერთმანეთთან შედარება.  ეთნოლოგიისთვის საინტერესო ობიექტების ზუსტ განსაზღვრას დიდი ხანი დასჭირდა. ადრე მეცნიერები თვლიდნენ რომ ყურადღებამისაქცევია ხალხები დამწერლობის გარეშე, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ადრეულ საფეხურებზე არიან. დღეს უკვე საბოლოოდ შეიკრა აზრი რომ თანაბრად საინტერესოა ყველა დროის ყველა კულტურა. იმ დროს როდესაც ანთროპოლოგია შეისწავლის ცალკეულ კულტურებს ეთნოლოგია ცდილობს უფრო გლობალურად განიხილოს ამ კულტურების ურთიერთდამოკიდებულება და გავლენა. ეთნოლოგები არა მხოლოდ აღგვიწერენ ეთნოგრაფებივით, არამედ ცდილობენ სხვადასხვა ცნობებით ახალი ფაქტებიც გამოააშკარავონ ამისთვის ისინი ანთროპოლოგიის ისეთ მიმართულებებზე კონცენტრირდებიან როგორიცაა ფსიქოლოგია, რელიგიური ან ეკონომიკური ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროფოლოგია, სქესების მნიშვნელობები, ფოლკლორი.  ამის მაგალითია ბრონისლავ მალინოვკის კვლევა. ის ცდილობდა დაედგინა რა ინტერპრეტაცია შეიძლებოდა ჰქონოდა ოიდიპოსის კომპლექსს ფროიდის ფსიქოანალიზიდან სხვადასხვა კულტურებში. ეთნოლოგია სამ მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ: შედარებითი ეთნოლოგია, ევოლუციური ეთნოლოგია და ისტორიული ეთნოლოგია.

ეთნოფრაფია - ანთროპოლოგების მიერ ჩატარებული და ჩასატარებელი დაუსრულებელი მეთოდებია რომელეთა გამოყენებითაც ისინი ცდილობენ მეტი გაიგონ კულტურებზე. ეთნოგრაფია როგორც ცალკეული მეცნიერება მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეთნოგრაფიური კვლევები იწარმოება დამკვირვებელი/შესასწავლი ობიექტი პრინციპით. ამას თანამონაწილეობითი დაკვირვება ჰქვია.  ეთნოგრაფიული წყაროები გვაძლევენ საშუალებას ზუსტად ავხსნათ როგორ აწარმოებენ სოციალური ანთროპოლოგები (ეთნოგრაფები) თავიანთ საველე სამუშაოებს. ჩვენ  ვიგებთ როგორ ხდება პოლიტიკურად ეკონომიუკურად და სოციალურად უცხო გარემოს ყოველდღიური ცხოვრების შესწავლა და მათთან დაკავშირებული მონაცემების მოგროვება ადაპტაცია უცხო ხალხთან და მათი ენის სწავლა და ა.შ..  თანამონაწილეობითი დაკვირვების საბოლოო მიზანია შეერწყას დასაკვირვებელ კულუტურას რათა უკეთესად მოხდეს მისი აღწერა. თემატური სიღრმისეული შესწავლისას შესაძლებელი ხდება ისეთი გლობალური საკითხების დადგენა როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაცია და. თანამონაწილეობითი დაკვირვება როგორც წესი ერთი წელი ან მეტი დრო გრძელდება.  ხშირად პრობლემას წარმოადგენს იმის გადამოწმება თუ რამდენად მართალია სანდოა ადგილობრივი ინფორმანტების (კონკრეტული კულტურის მცოდნე ადგილობრივი ადამიანების) მოწოდებული ინფორმაცია. ასეთ დროს „კულტურული კონსენსუსის მოდელით“ ხდება მოქმედება რაც გულისხმობს რაიმე ინფორმაციის დადასტურებას ინფორმანტების უმეტესობის მიერ. სხვა სახის ეთნოგრაფიულ კვლებეში შედის: შიდა კულტურული შედარებები. რეგიონულ კონროლირებადი შედარებები, კროსკულტურული და ისტორიული კვლევები. მართალია დღესდღეობით უნივერსიტეტებში კვლევების ჩატარების უამრავ სხვადასხვა მეთოდს ასწავლიან, ეთნოგრაფებს ხშირად მაინც თვითონ უწევთ ახალი გზების მოძიება ჩანაწერების ორგანიზებულად გაკეთებისთვის. არსებობს მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის საველე პრაქტიკის ჩანაწერი. პირველადი მონახაზები იმისა თუ რა ვითარებაა იმ მომენტში. შემდეგ ამ მონახაზების მიხედვით იწერება უფრო სრულყოფილი აღწერისთვის. გარდა ამისა ეთნოგრაფებს აქვთ თავიანთი დღიური სადაც ყოველდღიურად აღნიშნავენ საკუთარ განცდებს რადგანაც შეიძლება ამანაც დიდი გავლენა იქონიოს სამუშაოს შეჯამებაზე. კიდევ ცალკე კეთდება თემატური განმარტებითი ჩანაწერები.

ეთნოგრაფიული კვლევის ჩატარება - 

ხარისხიანი კვლევის ჩატარების სურვილი შემთხვევაში რთულია ზუსტად განსაზღვრო როდის დასრულდება ის. საბოლოო შედეგზე ორიენტრიების ნაცვლად ეთნოგრაფები კონცენტრირებულები არიან არსებულ სიტუაციაზე რადგანაც იმის გარკვევა თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი მათი საქმისა სწორედ ასე ირკვევა. პირველ რიგში ეთნოგრაფები ირჩევენ მიმართულებას. უპირატესობა ენიჭება იმ საკითხებს რომლებიც მათთვის საინტერესოა რადგან წარმატებული კვლევა დიდწილად არის დამოკიდეუბლებული იმაზე, რამდენად ინტერესით ატარებდნენ მას. შემდეგი ეთნოგრაფები მაქსიმალურად ცდილობენ გათავისუფლდნენ ყველა წინასწარი ცნობისგან რაც მათ კულტურაზე ჰქონდათ მოპოვებული, რადგანაც ხელახალი შემეცნებისას ისინი ყველაფერს თანაბარი ინტერესით აკვირდებიან და არ გამოარჩევენ მხოლოდ იმას რაც მათ აზრით არის მნიშვნელოვანი. შემდეგ იქმნება სტრატეგიები თუ როგორ უნდა მოხდეს უცხო კულუტურასთან ინტეგრაცია. აქ იგულისხმება ისიც, თავად ეთნოგრაფები რამდენმად გახსნილები იქნებიან დასაკვირვებელ კულტურასთან ეს კი იმისთვის ხდება რომ საბოლოოდ ეთნოგრაფი როგორც თემის ახალი წევრი ისე იქნას მიღებული და ჯგუფის წევრები მასთან განსხვავებულად არ მოიქცნენ.

ობიექტურობა - ეთნოგრაფები არ ერიდებიან საკუთარი აზრების გამოხატვას პუბლიკაციებში. ამის მიზეზის ახსნა მარტივია: თუ ჩვენ ეთნოგრაფების მთავარ ამოცანად მათი მხრიდან უცხო კულტურის აღწერას მივიჩნევთ, ბუნებრივია უცხო გარემოსთან შეხება თითოეული მათგანისთვის ახალ პიროვნულ გამოწვევას გულისხმობს და ასე კიდევ უფრო რთული ხდება სუბიექტური მოსაზრებების არიდება. ობიექტურობა და მიურძოებლობა აღარ წარმოადგენს სამუშაოეს კეთების ერთადერთ ლეგიტიმურ გზას.  ეთნოგრაფები წერის მრავალ ხერხს მიმართავენ რათა სრულყოფილად გადმოსცენ რომელიმე კულტურის არსი. დღეს ობიექტურობა როგორც ეთნოგრაფიული წერის მთავარი იდეალი, აკურატულობამ შეცვალა. აქ იგულისხმება რომ რამდენად სუბიექტურიც არ უნდა იყოს ეთნოგრაფის ჩანაწერი, არ უნდა იგრძნობოდეს აღსაწერი კულუტირს საკუთართან შედარება. ამის მისაღწევად ხდება აუდიო ჩანაწერების კეთება და ფოტომასალის დართვა. საბოლოო პროდუქტი ადგილობრივებისა და ეთნოგრაფების ურთიერთქმედების სინთეზია. ობიექტურობის დღევანდელი გაგება ნამუშევრის წაკითხვას და ადგილობრივის პოზიციიდან გაგებას გულისხმობს. ასეთ დროს ეთნოგრაფს შეუძლია თავისი საქმე შესრულებულად მიიჩნიოს. კარგი ეთნოგრაფის ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ისეთ კითხვებს როგორიცაა: რა არის კულტურა, რა არის სოციალური „ჩარჩოები“ აღწერილ ადამიანთა ჯგუფისთვის, ვინ და რა ნიშნის მიხედვით აღწერს ამ ადამიანებს, ვინ უფრო პრივილეგირებულია და ვინ ნაკლებად, ვინ არის ამ ჯფუფის ლიდერი როგორ ირჩევა იგი და ა.შ.

ევოლუციონიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევოლუციონიზმი - ევოლუციონიზმის თეორია XVIII საუკუნის ბოლოს ჩაისახა და XIX საუკუნის განმავლობაში ფართოდ გავრცელდა. მისი ჩამოყალიბება დაკავშირებული იყო განვითარების იდეასთან, განვითარების იდეა ამოსავალი გახდა საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის.  ევოლუციის თეორიის მიხედვით, დღევანდელი სახეობანი თანდათან განვითარდა მარტივი ორგანიზმებისაგან. მისი ძირითადი დებულებები შემდეგი იყო:

1.        გარემო მუდმივად იცვლება;

2.        ამ პროცესში გადარჩებიან მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც უკეთესად შეეგუებიან გარემოს;

3.        სახეობებში ხდება გენეტიკური ცვლილებები - მუტაციები;

4.        მუტაციათა ნაწილი გარემოსადმი შეგუებისათვის სასარგებლოა;

5.        ეს სასარგებლო ცვლილებები გადაეცემა თაობებს.

კლასიკური სახით, ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის თეორია გადმოცემულია ჩარლზ დარვინის (Charles Robert Darwin) წიგნში "სახეობათა წარმოშობა" ("Origin of Species") (1859).

ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ევოლუციონისტური თვალსაზრისი გამოიხატა იდეით საზოგადოების მუდმივი აღმავალი განვითარების შესახებ.  გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში თითქმის ერთდროულად ჩამოყალიბდა კულტურის პირველი ევოლუციონისტური კონცეფციები. მათი ძირითადი იდეები შემდეგში მდგომარეობდა:

·               ერთიანი კაცობრიობის განვითარების საერთო გზა;

·               სწორხაზოვანი განვითარება მარტივიდან რთულისაკენ;

·               საზოგადოებრივი პროგრესისა და ისტორიული ოპტიმიზმის იდეა: პროგრესი, აღმავალი სწორხაზოვანი განვითარება მარტივიდან რთულისაკენ უწყვეტია.

ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ, რომ კაცობრიობა განვითარების საერთო გზას გადის, რომელიც კიბის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ. განსხვავება სხვადასხვა საზოგადოებას შორის იმით აიხსნება, რომ ისინი ამ ერთიანი აღმავალი კიბის სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.

ევოლუციონისტურ თეორიათა ადრეული წარმომადგენლები ავითარებდნენ ერთხაზობრივი (მონოლინეარული) ევოლუციის იდეას, რომელიც დაკავშირებულია ოგიუსტ კონტის, ედუარდ ტაილორის, ლუის ჰენრი მორგანის, ჰერბერტ სპენსერის სახელებთან. პროგრესის გზას ისინი წარმოიდგენდნენ ველურობა - ბარბაროსობა - ცივილიზაციის საფეხურების სახით, რომლებიც საერთო იყო მთელი კაცობრიობისათვის.

XX საუკუნეში ევოლუციონისტურ თეორიათა დიდი ნაწილი აღიარებს მრავალხაზობრივი (მულტილინეარული) განვითარების იდეას და ყურადღებას ამახვილებს ცალკეული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე.

ევოლუციონისტთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკელ ლუის ჰენრი მორგანს (Lewis Henry Morgan, 1818-1881), რომლის ნაშრომთა შორის უმთავრესია "ძველი საზოგადოება" ("Ancient Society"). მორგანს ეკუთვნის დებულება გვაროვნული წყობილების ორი საფეხურის - მატრიარქატისა და პარტრიარქატის შესახებ. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის ისტორიის პირველი მეცნიერული პერიოდიზაცია: ველურობა - ბარბაროსობა - ცივილიზაცია.

ევოლუციონიზმის უმთავრესი წარმომადგენლები არიან: ინგლისში - ჰ.სპენსერი, ჯ.მაკ-ლენანი, ჯ.ლებოკი, ე.ტაილორი, ჯ.ფრეზერი; გერმანიაში - ა.ბასტიანი, ტ.ვაიცი, ი.ლიპერტი; საფრანგეთში - შ.ლეტურნო, აშშ-ში - ლ.ჰ.მორგანი. 

ევოლუციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ინგლისელი მეცნიერი ედუარდ ბერნეტ ტაილორი (Sir Edward Burnett Tylor) (1832-1917). 1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში" ("Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization"), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე. ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე.ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებს. კულტურული არსებობის ფორმების ნაირსახეობა მას წარმოედგინა როგორც თანდათანობითი განვითარების სტადიები, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს წარსულის პროდუქტს და, თავის მხრივ, ასრულებს გარკვეულ როლს მომავლის ფორმირებაში. განვითარების ეს თანმიმდევრული სტადიები აკავშირებს ერთმანეთთან ერთ უწყვეტ რიგად ყველა ხალხს და კაცობრიობის ყველა კულტურას, უდაბლესიდან უმაღლესამდე. 

კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე.ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა" ("Primitive Culture", 1871). კულტურის პროგრესული განვითარების იდეას იგი უპირისპირებდა გრაფ ჟ. დე მესტრის თეორიას, რომელიც მიიჩნევდა, რომ დედამიწაზე კულტურის ისტორია იწყება ადამიანთა ნახევრადცივილიზებული რასის გაჩენიდან. ამ დროიდან კულტურის განვითარება ორი გზით წარიმართა: უკან, ველურთა საზოგადოებისაკენ და წინ, ცივილიზაციისაკენ. ეს თეორია ცდილობდა კრეაციონისტული კონცეფციის ზოგიერთი წინააღმდეგობის შერბილებას. ამ კონცეფციის მიხედვით, ადამიანი კულტურის გარკვეული დონით შეიქმნა. ადამის ძენი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ, მათი შთამომავლები ნოეს კიდობანს აგებდნენ და ბაბილონის გოდოლის აშენებას ცდილობდნენ. მაგრამ მაშინ საიდან გაჩნდნენ ველური მონადირენი და მეთევზენი? - ისინი თანდათან დეგრადირდებოდნენ და უდაბლესი განვითარების კულტურის მატარებლებად იქცნენ. 

საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ე.ტაილორისეული განსაზღვრება: "კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებათა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევებისაგან, რომლებიც აითვისა ადამიანმა როგორც საზოგადოების წევრმა". 

ე.ტაილორი არ გამორიცხავდა კულტურაში რეგრესულ ცვლილებათა შესაძლებლობას, ისტორიული ან ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მთავარ მიმართულებას კაცობრიობის ისტორიაში წარმოადგენს კულტურის ევოლუციური პროგრესული განვითარება. მისი აზრით, ამას ადასტურებს მრავალი ცნობილი ფაქტი, რომლებიც თანმიმდევრულად შეიძლება დალაგდეს მხოლოდ განსაზღვრული, და არა საპირისპირო მიმართულებით. ტაილორი თვლიდა, რომ ყველა კულტურა გაივლის განვითარების დაახლოებით იგივე სტადიებს, რაც განვლეს ცივილიზებულმა (ევროპელმა) ხალხებმა. 

ფრეზერმა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ძველი აღთქმისა და სხვადასხვა ხალხის მითოლოგიის შედარებით-ისტორიული შესწავლა, საფუძველი ჩაუყარა ძველი აღთქმის, როგორც წყაროს განხილვას კაცობრიობის ისტორიის რეალურ მოვლენათა შესასწავლად. იგი ავტორია კაცობრიობის გონებრივი განვითარების ევოლუციურ სტადიათა ორიგინალური კონცეფციისა, რომლის თანახმად, გამოიყოფა სამი ასეთი სტადია: მაგია, რელიგია, მეცნიერება. 

ევოლუციონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ინგლისელი ფილოსოფოსი, ბიოლოგი, სოციოლოგი და ფსიქოლოგი ჰერბერტ სპენსერი (Herbert Spencer, 1820-1903), რომლის ფუნდამენტურ ნაშრომს "სოციოლოგიის საფუძვლები" ("The Principles of Sociology", 1876-1896) საფუძვლად დაედო უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალა. სპენსერი საზოგადოებას ორგანიზმთან ანალოგიით განიხილავდა. საზოგადოება და, შესაბამისად, კულტურის სხვადასხვა ტიპი, მას რაღაც "ზეორგანიზმად" წარმოედგინა. კულტურები, ანუ საზოგადოებანი, ვითარდება გარეშე (გეოგრაფიული გარემოსა და სხვა კულტურათა ზემოქმედება) და შინაგანი (ადამიანის ფიზიკური ბუნება, რასათა დიფერენციაცია, ფსიქიკურ თვისებათა მრავალფეროვნება) გავლენით. 

ევოლუციონიზმის იდეებს შემდგომშიც დიდი გავლენა ჰქონდა კულტურის მკვლევრებზე. ისინი საფუძვლად დაედო კულტუროლოგიის ფუძემდებლის ლესლი უაიტის კონცეფციას, განახლებული სახით მოგვევლინა ჯულიან სტიუარდისა და მარშალ სალინსის შრომებში.

ევოლუციონიზმის საპირისპიროდ, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეთნოლოგიაში ჩამოყალიბდა დიფუზიონისტური სკოლა.  დიფუზიონისტთა აზრით, კულტურა (ან მისი ცალკეული ელემენტები) კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიშობა, ხოლო მისი განვითარება კულტურული ელემენტების გადაადგილების, სესხების, შერევის (დიფუზიის) გზით მიმდინარეობს. ამასთან, გადაადგილდება არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ელემენტები, არამედ იდეებიც: მითოლოგია, იდეოლოგია და ა.შ. ნებისმიერი კულტურული ფაქტი - იქნება ეს მშვილდი თუ ისარი, ტოტემიზმი თუ სხვა, ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წარმოიშვა, რომელიღაც ერთ ადგილას, ეკუთვნოდა ერთ რომელიღაც კულტურას და შემდეგ მასთან ერთად გავრცელდა სხვადასხვა კულტურაში.

დიფუზიონიზმის ფუძემდებლად ითვლება გერმანელი გეოგრაფი ფრიდრიხ რატცელი (Friedrich Ratzel, 1844-1904). მან კულტურის განვითარება გეოგრაფიულ პირობებს დაუკავშირა, თვლიდა, რომ კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მიგრაციებია, მისი შედეგია ხალხთა კონტაქტი და კულტურის დიფუზია.

დიფუზიონიზმმა დიდი როლი შეასრულა კულტურის მეცნიერებების განვითარებაში. ევოლუციონიზმისათვის დამახასიათებელი კულტურათა აბსტრაქტული განხილვის ნაცვლად, დიფუზიონისტებმა დააყენეს კულტურათა ურთიერთგავლენისა და კონკრეტულ-ისტორიული კავშირების პრობლემა, გამოიკვლიეს კულტურის სივრცითი და დროითი მახასიათებლების საკითხი.

1940-იან წლებში ანთროპოლოგებმა ლესლი უაიტმა და ჯულიან სტიუარდმა საფუძველი ჩაუყარეს ნეოევოლუციონიზმის სახელით ცნობილ თეორიას. ერთხაზობრივი განვითარების  (მარცხნივ) ნაცვლად, ისინი აღიარებენ სოციალური ევოლუციის სხვადასხვა შესაძლებლობას (მარჯვნივ).

ნეოევოლუციონიზმი. მრავალხაზობრივი/მულტიხაზობრივი 

ევოლუციის თეორია

1940-იან წლებში ანთროპოლოგებმა ლესლი უაიტმა და ჯულიან სტიუარდმა სცადეს ევოლუციონისტური თეორიის მყარ მეცნიერულ საფუძველზე დაყენება და საფუძველი ჩაუყარეს ნეოევოლუციონიზმის სახელით ცნობილ თეორიას. 

ლ. უაიტი უარყოფდა “პრიმიტიული” საზოგადოებების ტრადიციულ გაგებას და ამტკიცებდა, რომ საზოგადოებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა სხვა ნიშნით (განვითარებულობა-განუვითარებლობა), არამედ მათ მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობით; ენერგიის მოხმარების ზრდას მოყვება სოციალური დიფერენციაციის გაღრმავება. 

ჯ. სტიუარდი, თავის მხრივ, უარყოფდა პროგრესის ძველებურ გაგებას და ყურადღებას ამახვილებდა “ადაპტაციის” დარვინისეულ ცნებაზე. სტიუარდის აზრით, ყველა საზოგადოება ამა თუ იმ სახით ეგუება (ადაპტირდება) თავის კონკრეტულ გარემოს, ანუ ისეთია, როგორსაც გარემოსთან შეგუება მოითხოვს. მან საფუძველი ჩაუყარა მულტიხაზობრივი ევოლუციის თეორიას: კულტურები ვითარდებიან არა რაღაც შინაგანი ლოგიკის საფუძველზე, არამედ ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის საჭიროებიდან გამომდინარე. ამდენად, ისინი ვერ გაივლიან ერთსა და იგივე საფეხურებს, არამედ განვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით. კულტურის განვითარების გადამწყვეტ ფაქტორებად იგი ტექნოლოგიას და ეკონომიკას მიიჩნევდა, მეორადი მნიშვნელობის ფაქტორებად კი – პოლიტიკურ სისტემას, იდეოლოგიას და რელიგიას. ყველა ეს ფაქტორი განსაზღვრავს განვითარების სხვადასხვა გზას. 

ანთროპოლოგებმა მარშალ სალინსმა და ელმან სერვისმა ნაშრომში “ევოლუცია და კულტურა” სცადეს უაიტისა და სტიუარდის შეხედულებათა სინთეზირება. მ. სალინსმა გამოყო “ზოგადი” და “სპეციფიკური” ევოლუცია. პირველი გამოხატავს კულტურული და სოციალური სისტემებისათვის დამახასიათებელ გართულებისა და გამრავალფეროვნების ტენდენციას, გარემოსთან შეგუების უნარსა და ორგანიზებულობას. მაგრამ რამდენადაც კულტურები არ არიან იზოლირებული, ისინი ურთიერთქმედებენ (ინტერაქცია) და ხდება მათი მიღწევების დიფუზია. ამას მოყვება კულტურათა განვითარება სხვადასხვა გზით (სპეციფიკური ევოლუცია), რადგან სხვადასხვა ელემენტი მათში წარმოდგენილია სხვადასხვა კომბინაციით და განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. 

ნეოევოლუციონისტები არ იზიარებენ სოციალური პროგრესის იდეას. დეტერმინიზმს, რომელიც დამახასიათებელი იყო კლასიკური ევოლუციონიზმისათვის, ისინი ცვლიან შესაძლებლობის იდეით. აღიარებენ კონტრფაქტობრივ ისტორიას - სვამენ კითხვას: რა მოხდებოდა, თუ...? შესაბამისად, აღიარებენ სოციალური ევოლუციის სხვადასხვა შესაძლებელ გზას.

ნეოევოლუციონიზმი დენიელ ბელი თვლის, რომ აშშ შედის ახალი ტიპის სოციალური სისტემის სამყაროში- პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში. არაა დამტკიცებული, რომ პოსტინდუსტრიული ინფორმაციული საზოგადოების განვითარება ისტორიის აუცილებელი მსვლელობაა, თვლიან, რომ შესაძლებელია კვალდაკვალ მიყოლა იმ მოძრაობის, რომელიც ემყარება განუსაზღვრელ ქრონოლოგიას. ამდენად, არ ყოფილა რთული ბელისთვის ტერმინოლოგიის შერჩევა ისტორიული პერიოდებისთვის. მაგ.: მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისი იყო ინდუსტრიამდელი ქვეყანა, ე.ი. სასოფლო-სამეურნეო წარმოების, მე-19 საუკუნის ბოლოს ინდუსტრიული, ე.ი. ადგილი აქვს მანუფაქტურულ წარმოებას, მესამე ათასწლეულის დასაწყისში კი შესამჩნევია პოსტინდუსტრიალიზმის ნიშნები, ე.ი. ჭარბობს მომსახურების სექტორი. ბელის მიერ დაგეგმილი მარშრუტით ისტორიას მოაქვს მთლიანად პოსტინდუსტრიული ინფორმაციული საზოგადოების განვითარება. ბელი დარწმუნებული იყო ამ მარშრუტში და 1970-იან წლებში თვლიდა, რომ „პოსტინდუსტრიალიზმი ხდება გარკვეული საზღვარი 21-ე საუკუნეში, როგორც საზოგადოებრივი სტრუქტურა აშშ-ში, იაპონიაში, საბჭოთა კავშირში და დასავლეთ ევროპაში. თუმცა სოციოლოგები არ აღიარებენ ევოლუციონისტურ თეორიებს, მაგრამ ამ თეორიებს გააჩნიათ ჩვეულება, რომ წარმოიქმნან ისევ და ისევ. თვლიან, რომ ევოლუციონიზმი ინტელექტუალური თვალსაზრისით სუსტია. I ისტორია მოიცავს განსხვავებულ ტენდენციებს განვითარების მხრივ, როგორც ვითარდებიან დასავლეთ ევროპა, იაპონია და განსაკუთრებით შეერთებული შტატები. გამოდის, რომ ადამიანებმა არაფერი არ უნდა გააკეთონ და არ უნდა შეშფოთდნენ საკუთარ ქვეყანაში არსებული ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა უსამართლობა, უთანასწორობა, 3 სისასტიკე ადამიანთა ყოფიერებაში, რადგან ისტორიული ლოგიკა დაუნდობელია და სისტემის შემადგენელი ნაწილების სახით იზიდავს და ავითარებს მათ. დენიელ ბელს ევოლუციონისტად და მსგავსი მოსაზრებების გამო სოციალური მეცნიერების ნაკლის დამცველად თვლიდნენ. რასაც თვითონ ბელი უარყოფდა, მაგრამ მაინც რთულია გაექცე დასკვნას, რომ თანამედროვე საზოგადოება ჩართულია პოსტინდუსტრიალიზმში, როგორც ღრმა სოციალურ ტენდენციაში.

კარლ მარქსისა (1818-1883) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-1895) სახელებს უკავშირდება ისტორიის მატერიალისტური გაგების დამკვიდრება და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების თეორია, რომლის მიხედვით:

1. ისტორიული პროცესს საფუძვლად უდევს ობიექტური კანონზომიერებები. ამ თვალსაზრისით, მარქსი და ენგელსი ჰეგელის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამ კანონზომირებათა წყაროს ისინი ეძებდნენ არა აბსოლუტურ გონში, არამედ თვით ისტორიულ მოვლენათა შინაგან ლოგიკაში, რომელიც ადამიანთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად ყალიბდება.

2. საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. წარმოების წესის რევოლუციურ ცვლილებას მოსდევს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნა. სწორედ წარმოების წესის სრულყოფა განაპირობებს საზოგადოების სვლას პროგრესის გზით, თუმცა ეს გზა არათანაბარი და წინააღმდეგობრივია.

3. საზოგადოებრივი ცნობიერება განსაზღვრულია საზოგადოებრივი ყოფიერებით. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით. შესაბამისად, სულიერი კულტურა მეორადია მატერიალურთან შედარებით, განპირობებულია მისით.

მარქსმა და ენგელსმა ჩამოაყალიბეს მოძღვრება საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების შესახებ. ეს ცნება აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ისტორიულ ტიპს, რომლის სახეს განსაზღვრავს მისი საფუძველი – მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. ამ წესითაა განპირობებული ფორმაციის სოციალური სტრუქტურა, პოლიტიკური ორგანიზაცია, სამართლებრივი სისტემა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მხარეები. თითოეულ ფორმაციას შეესაბამება კულტურის განსაზღვრული ტიპი.

კაცობრიობის ისტორია წარმოადგენს ერთიან აღმავალ ხაზს. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები - პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური (რომლის განვითარების უმაღლესი ფაზაა კომუნიზმი) - წარმოადგენენ საზოგადოებრივი პროგრესის საფეხურებს და თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს. ამ ფორმაციებს სხვადასხვა ტემპით გადის მთელი კაცობრიობა. სხვადასხვა ქვეყანაში ისინი სხვადასხვა დროს აღმოცენდება და მათი არსებობის ხანგრძლივობაც სხვადასხვაგვარია. ამა თუ იმ ხალხმა შეიძლება გამოტოვოს (ან სრულად არ გაიაროს) რომელიმე ფორმაცია (მაგალითად, გერმანელ და სლავ ტომებში, რიგი მიზეზების გამო, მონათმფლობელური ფორმაცია არ ჩამოყალიბდა და ისინი პირველყოფილი თემური წყობილებიდან პირდაპირ ფეოდალიზმზე გადავიდნენ). მარქსი ლაპარაკობდა აგრეთვე “წარმოების აზიურ წესზე”, რომელიც არსებობდა ინდოეთსა და ჩინეთში.

სქემის სახით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

ფორმაციათა ცვლის საფუძველია წინააღმდეგობა მუდმივად განვითარებად, დინამიკურ საწარმოო ძალებსა და შედარებით ნელა ცვალებად წარმოებით ურთიერთობებს შორის. როცა წინააღმდეგობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, იქმნება ერთი ფორმაციის მეორით შეცვლის პირობა. ყოველი მომდევნო ფორმაცია უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე წინამორბედი. ისტორიის მამოძრავებელი ძალაა კლასთა ბრძოლა, რომელიც მსჭვალავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასაც. თავის უმაღლეს გამოხატულებას კლასთა ბრძოლა რევოლუციაში ჰპოვებს, რომელთაც მარქსი “ისტორიის ლოკომოტივს” უწოდებდა. რევოლუციას შედეგად მოჰყვება ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის მეორით შეცვლა.

კულტურული რელატივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურული რელატივიზმი არის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, კულტურა შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ მისი საკუთარი ღირებულებებისა და ნორმების მისივე კონტექსტში ანალიზის საფუძველზე. არ არსებობს ე.წ. „სანიმუშო“ კულტურა, ან უნივერსალური ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც გაიზომება ამა თუ იმ კულტურის ვარგისიანობა. შეუძლებელია სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობის „თარგმნა“ ისეთი ტერმინებით, რომლებიც მისაღები იქნება ყველგან და ყველასთვის. ამ თვალსაზრისის თანახმად, შეუძლებელია კულტურათა შეფასება, როგორც „უფრო მაღალის“ ან „უფრო პროგრესულის“, კულტურები უბრალოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი უნიკალური და შეუცვლელი ღირებულების მქონეა.

1580 წელს თავის ესეში „კანიბალებზე“ მიშელ დე მონტაინე წერს, რომ ადამიანი ბუნებით ეთნოცენტრისტია და სხვის ქცევებსა, თუ მორალზე დასკვნებს საკუთარ ქცევებსა და მორალზე დაყრდნობით აკეთებს და ფიქრობს, რომ მხოლოდ თავისია უნივერსალურად მისაღები. მონტაინეს ამ მოსაზრებამ უფრო მძაფრად თავი იჩინა მეოცე საუკუნის დასაწყიში ამერიკაში და ჩამოყალიბდა ახალი თეორია კულტურული რელატივიზმი. ამ ახალ იდეას სათავეში ედგნენ ამერიკაში გადასახლებული გერმანელი ფრანც ბოასი და მისი სტუდენტები, მელვილ ჯ. ჰერსკოვიცი, რუთ ბენედიქტი, მარგარეტ მიდი და სხვები. ისინი დაუპირისპირდნენ ადრეული ევოლუციონიზმის იდეებს. მათი აზრით, კულტურები ვითარდებიან ისტორიული გარემოებების მიხედვით და არა წრფივი პროგრესიით „პრიმიტიულიდან“ „ცივილიზებულამდე“, როგორც ამას ევოლუციონისტები ქადაგებდნენ. თვლიდნენ, რომ კულტურა გაცილებით უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს ინდივიდის სოციალურ ცხოვრებასა და ქცევებზე, ვიდრე ეს სამი დეტერმინიზმი: კულტურის რასული თეორიები, გეოგრაფიული დეტერმინიზმი და ეკონომიკური დეტერმინიზმი. კულტურა აყალიბებს ამა თუ იმ ჯგუფის აზროვნებას, ქცევებსა და სამყაროს აღქმას. ფრანც ბოასი და მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ ადრეული ევოლუციონიზმის მიმდევრები, არასაკმარისად იცნობდნენ იმ კულტურებს რომლებსაც შეისწავლიდნენ, მათ არ ესმოდათ ამ კულტურათა თავისებურებების წარმოქმნის კონტექსტი. ბოასისტები ეწინააღმდეგებოდნენ მოსაზრებას, რომ დასავლური კულტურები უდავოდ მოწინავეები არიან მთელ მსოფლიოში.

ჰერსკოვიცის მიხედვით, კულტურული რელატივიზმი არის მეთოდი, მიდგომა შემდეგი კითხვის საპასუხოდ: რა როლი აკისრია ღირებულებებს კულტურაში? ღირებულებები არიან ჯგუფში გაზიარებული იდეალები, რომლებიც წარმოშობენ რწმენებსა და ქცევის ნორმებს, რომლებიც თავის მხრივ ჯგუფის ცხოვრებასა და მიზნებზე მოქმედებენ. კულტურული რელატივიზმი კი გულისხმობს, რომ ეს ღირებულებები ფარდობითია იმ კულტურულ გარემოსთან სადაც ისინი წარმოიშვა.

კულტურულ რელატივიზმს, მიუხედავად, მისი პოპულარობისა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

ეთიკოსების აზრით, კულტურული რელატივიზმი საფრთხეს უქმნის ეთიკურობასა და მორალურობას, რადგან თუ ღირებულებები ფარდობითია მოცემულ კულტურასთან, მაშინ შეუძლებელია არსებობდეს რაიმე უნივერსალური მორალური დოგმები, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა კულტურის ხალხის საქციელები განისაჯოს. თუ არ იარსებებს რაიმე საერთო, უნივერსაულური წესი, მაშინ კარგისა და ცუდის გამორჩევა მხოლოდ პირად მოსაზრებაზე იქნება დამოკიდებული და შეუძლებელი გახდება ვინმეს ქმედება შეაფასო დადებითად, ან უარყოფითად.

„თუ მორალი ფარდობითია, მაშინ რა მორალით შეიძლება დაუპირისპირდე ნაცისტების ჰოლოკოსტს, ლათინური ამერიკაში დაბალი კლასის ეკონომიკურ მდგომარეობას, მილიტარისტული სახელმწიფოების მიერ ბირთვული იარაღების მიმართვას სხვებზე? მაშინ რა არის ცუდი პატარა ბავაშვებზე მტკივნეული ექსპერიმენტების ჩატარებაში? მსოფლიოში, სადაც არ არსებობს მორალური სამართალი, ძალაუფლება აწესებს საკუთარ სამართალლს.“ - არტურ ჰოლმსი.

ანთროპოლოგი კლაიდ კლუკჰონი წერდა, რომ კულტურის კონცეფცია შეიძლება იქნეს დამახინჯებული და არასწორად განმარტებული: „ზოგი ფიქრობს, რომ კულტურული ფარდობითობა ასუსტებს მორალს. “თუ ბუგაბუგას შეუძლია გააკეთოს ეს, მაშინ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ? ესეც ხომ ფარდობითობაა?“ - ამბობენ ისინი. მაგრამ სწორედ ეს არის ის რასაც საერთოდაც არ გულისხმობს კულტურული რელატივიზმი.“

კულტურული რელატივიზმი არ ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ჯგუფი რამეს აკეთებს თავისი კულტურის ფარგლებში, სხვა ჯგუფებიც ნებადართულნი არიან ჩაიდინონ მსგავსი ქმედებები. კულტურული რელატივიზმი სწორედ საპირისპიროს გულისხმობს. კანონზომიერება რაიმე ნეგატიური თუ პოზიტიური ჩვეულებისა განხილულ უნდა იქნეს იმაზე ორიენტირებით, თუ რამდენად ერგება ესა თუ ის ჩვევა სხვა ჯგუფის ჩვევებს. მრავალცოლიანობა შეიძლება ეკონომიკურად მომგებიანი იყოს მესაქონლეებში, მაგრამ არა მონადირეებში. მიუხედავად ღირებულებების მარადიულობის მიმართ სკეპტიკურობისა, ანთროპოლოგია არ უარყოფს მორალურ აბსოლუტებს. პირიქით ის მეცნიერული კვლევებით ცდილობს აღმოაჩინოს ისინი. თუ ყველა გადარჩენილ საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა აკრძალვების არსებობის აუცილებლობა, ეს საკმაოდ მტკიცე არგუმენტს გვაძლევს იმის თაობაზე, რომ მორალური კოდის ასპექტების არსებობა აუცილებელი და შეუცვლელია.

ეთნოცენტრიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურული რელატივიზმის ანტიპოდი ეთნოცენტრიზმია. ეთნოცენტრიზმი არის შეგნებული ან გაუცნობიერებელი კულტურული ან ეთნიკური მიკერძოებულობა, რომლის მიხედვითაც ინდივიდი სამყაროს აღიქვამს საკუთარი ჯგუფის პერსპექტივიდან, თავის ჯგუფს აღიქვამს სანიმუშოდ, სტანდარტულად და სხვა ყველა დანარჩენ ჯგუფს აფასებს მისი იდეალების გადმოსახედიდან. ეთნოცენტრიზმი კულტურული რელატივიზმის საპირისპირო ცნებაა.

სხვადასხვა კულტურაზე მსჯელობისას თუ კვლევისას მთავარ პრობლემას ეთნოცენტრიზმი წარმოადგენს ხოლმე. ეთნოცენტრიზმი სამ კატეგორიად იყოფა: პოზიტიური, ნეგატიური და ექსტრემისტულად ნეგატიური. ჰერსკოვიცის მიხედვით, პოზიტიური ეთნოცენტრიზმი არის უბრალოდ „შეხედულება, რომლის მიხედვითაც, საკუთარი ჯგუფის ცხოვრების ნირი სხვა დანარჩენებზე უფრო მისაღებია.“ ასეთი ეთნოცენტრიზმი არის ის რაც ადამიანს უჩენს ჯგუფის იდენტობასა და გრძნობას საკუთარი ხალხის მიმართ.

„ეთნოცენტრიზმი გადაიზრდება ნეგატიურში, როცა რაღაც ჯგუფი ხდება ყველაფრის ცენტრი და სხვები განიხილებიან და ფასდებიან მასთან მიმართებით“ - ამბობს უილიამ გრეჰემ სამნერი.

ხოლო ექსტრემისტულ ნეგატიურ ფორმას ეთნოცენტრიზმი აღწევს მაშინ, როცა უფრო დიდი ძალაუფლების მქონე ჯგუფი სხვაზე ავრცელებს არა მარტო თავის წესებს, არამედ აქტიურად შეურაცხყოფს სუსტი ჯგუფის ღირებულებებს. მსგავსი ეთნოცენტრიზმის შედეგია მსოფლიოს ისტორიაში მომხდარი გენოციდები. მაგალითად, ჰოლოკოსტი, ამერიკელი ინდიელების გენოციდი და სხვა.

ფრანც ბოასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც ბოასი (დ. 9 ივლისი, 1858, მინდენი, ვესტფალია, გერმანია — გ. 22 დეკემბერი, 1942, ნიუ-იორკი, აშშ) — გერმანიაში დაბადებული ამერიკელი ანთროპოლოგი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. იგი არის ამერიკული ანთროპოლოგიის რელატივისტური სკოლის დამფუძნებელი, რომელიც დომინანტური გახდა მეოცე საუკუნეში. მან ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ჩამოაყალიბა ანთროპოლოგიის ერთ-ერთი მოწინავე დეპარტამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოასის სპეციალობა ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების კულტურებისა და ენების შესწავლა იყო, მაგრამ ის ასევე იყო დიდებული მასწავლებელი იმ უმრავი დიდი მეცნიერისა, რომლებმაც განავითარეს ანთროპოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში: ალფრედ ლუის კრობერი, რუთ ბენედიქტი, მარგარეტ მიდი, მელვილ ჰერსკოვიცი და ედვარდ საპირი.

მელვილ ჯ. ჰერსკოვიცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელვილ ჯინ ჰერსკოვიცი, (დაბ. 10 სექტემბერი, 1895, ოჰაიოს შტატი, აშშ - გარდ. 25 თებერვალი, 1953) ამერიკელი ანთროპოლოგი. 1920 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ისტორიაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ 1921 წელს ანთროპოლოგიაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც შეხვდა ფრანც ბოასს და მისივე ხელმძღვანელობით 1923 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. იგი მთლიანად მოექცა დიდი მეცნიერის გავლენის ქვეშ და მისი შემდგომი მოღვაწეობა სწორედ ამან განსაზღვრა.

ჰერსკოვიცმა თავისი კარიერა დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკაში მცხოვრები აფრიკელი ხალხის შესწავლას მიუძღვნა. მისი დამსახურებების სია საკმაოდ გრძელია. ის იყო ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი აფრიკული სწავლებების ასოციაციის, ეკავა მაღალი თანამდებობები ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციაში, „ამერიკული ასოციაცია მეცნიერების წინსვლისთვის“-ში, „ამერიკული ფოლკლორის საზოგადოებაში“, და „ანთროპლოგთა საერთაშორისო კონგრესზე“. მისი თაოსნობით ჩატარდა პირველი „აფრიკანისტების საერთაშორისო კონგრესი“ განაში, 1962 წელს.

რუთ ბენედიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუთ ბენედიქტი (დაბ. 5 ივნისი, 1987, ნიუ-იორკი, აშშ - გარდ. 17 სექტემბერი, 1948, ნიუ იორკი) ამერიკელი ანთროპოლოგი, რომლის თეორიებმაც ძლიერი გავლენა იქონიეს კულტურულ ანთროპოლოგიაზე, განსაკუთრებით კულტურისა და პიროვნების შესწავლაზე. ბენედიქტი ვასარის კოლეჯის დასრულების შემდეგ 1909 წელს ევროპაში წავიდა, ერთი წლის შემდეგ კალიფორნიაში დაიდო ბინა, სადაც გოგონათა გიმნაზიაში სწავლობდა. 1914 წელს კი დაბრუნდა ნიუ იორკში.

1919 წელს ჩააბარა კოლუმბიის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც ფრანც ბოასი ხელმძღვანელობდა. სოციალურ მეცნიერებებში კარიერის დასაწყისშივე მან კულტურა განმარტა როგორც იტელექტუალური, რელიგიური და ესთეტიკური ელემენტების ერთობლიობა. მან დოქტორის ხარისხი მიიღო 1923 წელს მისი ნაშრომის დამსახურებიტ ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების თაობაზე, “დამცველი სულის კონცეფცია ჩრდილოეთ ამერიკაში“.

მისი ნაშრომები ეძღვნებოდა პიროვნების მნიშვნელობას კულტურაში. მან თავის ნაშრომში „რასა: მეცნიერება და პოლიტიკა“ უარყო რასისტული თეორიები. 1925–1940 წლებში რედაქტორობდა ამერიკული ფოლკლორის ჟურნალს. 1943–1945 წლებში ბენედიქტი იყო ომის ინფორმაციის ოფისის მრჩეველი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მტრის მიწებზე მცხოვრები ხალხის პრობლემების საკითხებში. 1947 წელს ის ამერიკუი ანტროპოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტად დაინიშნა. ამ პერიოდში ის ძალიან გამოცენილი ანთროპოლოგი იყო სეერთებულ შტატებში. 1948 წელს ის სრული პროფესორი გახდა კოლუმბიაში. მავე წლის ზაფხულს მან თანამედროვე ევროპისა და აზიის კულტურების შესწავლა წამოიწყო, თუმცა, მალევე გარდაიცვალა.

კულტურული ფსიქოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურული ფსიქოლოგია არის დარგი იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს კულტურა ადამიანზე და როგორ ფორმირდებიან ინდივიდები თავიანთ კულტურაში,  მიმდინარეობა, ლინგვისტების, ფილოსოფოსების, ანთროპოლოგებისა და ფსიქოლოგების კვლევის ობიექტს წარმოადგენს.

ანთროპოლოგები ფსიქოლოგიით მე-20 საუკუნის დასაწყისში დაინტერესდნენ, რადგან ამ პერიოდში წარმოიშვა იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანის ბუნება მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციებში ბოლომდე არ შეიძლებოდა გამოჩენილიყო, მეცნიერებმა თანდათან დაიწყეს შესწავლა სხავდასხვა კულტურების და ინდივიდების ამ კულტურებში. ოტო კლინბერგიც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ფიქრობდა, რომ სხავდასხვა კულტურები უნდა გამოკვკლეულიყო, ის ამბობს: "როგორ შეიძლება ადამიანის ქცევასა და  მის ზოგად კონცეფციაზე ვისაუბროთ, როცა მხოლოდ ერთი სახის ადამიანი არის გამოკვკლეული"

ადამიანები მსოფლიოს გარშემო ინაწილებენ გენების გარკვეულ რაოდენობას, რომელთა ვარიაციაც  სხვადასხვა ინდივიდებში სხვადასხვანაირად ხდება, ამიტომ ადვილადაა შესაძლებელი დავუშვათ, რომ მსგავსება დიდია, ეს გარკვეულწილად ასეცაა, ადამიანის შესახებ უნივერსალური ის არის, რომ ისინი მსოფლიოს გარშემო, თითქმის ერთნაირად გამოხატავენ ემოციებს, აქვთ ერთნაირი წარმოდგენები სხვა ადამინებზე, მათი მიმიკა მსგავსია, მაგალითად: სიხარულისას, გაოცებისას, გაბრაზებისას, ეჭვიანობისას, მათ თითქმის იდენტური მიმიკები აქვთ, ასევე მსგავსება აღმოჩნდა პატარა ბავშვების შიშებს შორის სხვადასხვა კულტურაში (მათ უმრავლესობას ეშინიათ უცნობების), საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კულტურის წიაღში მცხოვრები ადამაინები, სიყვარულსაც თითქმის ერთნაირად გამოხატავენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა  ადამიანებს შორის სხვაობის არ არსებობის დაშვება არასწორია, Boucher-მა აწარმოა კვლევა ემოციების წარმოშობის შესახებ. ყველაზე დიდი კვლევა ამ კვლევებიდან დამყარებული იყო კორეელი, სამოელი და ამერიკის მოსახლეობის პასუხებზე. დიდი გამოკითხვა ჩატარდა და სთხოვდნენ მთხრობელებს დაეწერათ მოთხრობა შმთხვევებზე რომელიც 6-დან ერთ-ერთი ემოციის წარმოშობის მიზეზი იყო: ბრაზი, სიძულვილი, შიში, ბედნიერება, სევდა და გაოცება. რამდენიმე მოთხრობა გადაითარგმნა სხვადასხვა ენაზე და იმ სიტყვების გათვალისწინებით რომელიც აღწერს სხვადასხვა ემოციას. 144 მოთხრობისგან შმდგარი ნაკრები იყო წარმოდგენილი სამი ქვეყნის მოსახლეობის მიერ. რესპოდენტები მიუთითებდნენ ყველა შემთხვევაში, თუ ექვსიდან რომელი ემოცია განიცადეს მათ, რომელზეც ჰქონდათ მოთხრობილი.

შედეგებიდან დადგინდა, რომ ერთნაირი შემთხვევები მსგავს ემოციებს იწვევენ ყველა კულტურაში.

კულტურა არის საზოგადოების მიერ აღიარებული ნორმების და ღირებულებების სისტემაა. რომელიც მასში მცხოვრებ  ადამიანებს აერთიანებს,  ისინი დაახლოებით ერთნაირად რეაგირებენ სხვადასხვა პროცესებზე, ერთნაირად გამოხატავენ ემოციებს და ასე შემდეგ, რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ეს არის დარგი ადამიანის შესახებ რა არის მათი გარკვეული ქცევების მიზეზები, თუ როგორ იქცევა და ფიქრობს ის, კულტურული ფსიქოლოგიის აღმოცენების პროცესში, თავიდანვე აშკარა იყო, რომ კულტურა დამოუკიდებელი ინდივიდი არ იყო, ის ქცევების, მოქმედებების და აზრების ერთობლიობას წარმოადგენდა, მის წარმოშობას არ გააჩინდა "მიზეზი" ის მხოლოდ მიზანი იყო, აღმოჩნდა, რომ არც ფსიქოლოგია ყოფილა დამოუკიდებელი ორგანიზმი, მასზე ზეგავლენას კულტურა ახდენს, ხოლო კულტურაზე ფსიქოლოგია ზემოქმედებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტურაზე და ადამინის ფსიქოლოგი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია ისინი ურთიერთქმედებენ დ ერთმნეთზე ახდენენ ზეგვლენას,სწორედ ამის გამო, თავისუფლადაა შესაძლებელი კულტურაში არსებული ვარიაციების გამოკვლევა ფსიქოლოგიის შესწავლით დავიწყოთ, ფსიქოლოგიური ფაქტორები, ასევე შესაძლებელია დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ ჰგავს ზოგიერთი კულტურის ასპექტები სხვა კულტურისას,ემოციების უნივერსალურობაზე ხაზგასმა მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ  ამ ემოციების გამოხატვისას არანაირი კულტურათაშორისი განსხვავება არ იარსებებს. მაგალითად, განსხვავება ემოციების გამოხატვის სიხშირესა და ინტენსიურობაში. ეკმანმა შეიმუშავა გამოხატვის წესების მიდგომა - „ნორმები იმ გამომეტყველების მორგებისა, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციაში შენგან ელოდებიან“. მართლაც, ნებისმიერ კულტურაში არსებობს წესები თუ რა გამომეტყველებაა შესაფერისი სხვადასხვა შემთხვევის დროს და რა ემოციები უნდა გამოხატო ან არ უნდა გამოხატო. გამოხატვის წესები აღწერს იმ ემოციურ ექსპრესიებს, რისი გამოხატვის სტიმულირებაც სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება მოხდეს. არსებობს რამდენიმე ექსპერიმენტი, სადაც სხვადასხვა სოციალური სიტუაცია და ამ სიტუაციაში არსებული ექსპრესიებია ნაჩვენები:

იაპონელ და ამერიკელ სტუდენტებს უჩვენეს სტრესული-  ფილმები, როგორც სრულ იზოლაციაში, ისე ექსპერიმენტატორთან ერთად. ორივე შემთხვევაში მათი რეაქცია იწერებოდა კამერაზე. როდესაც რესპონდენტები მარტოები იყვნენ, მაშინ ამერიკელებისა და იაპონელების ემოციები ფილმის ერთსა და იმავე ეპიზოდში ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. მაშინ როდესაც, ექსპერიმენტატორების არსებობისას, იაპონელებმა უფრო ნაკლებად გამოხატეს ნეგატიური ემოცია სახეზე, ვიდრე ამერიკელებმა. საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, რომ ეს შედეგი აბსოლუტურ თანხვედრაში მოდის დასავლეთში არსებულ იმ შეხედულებასთან, რომ იაპონელები მშვიდი და უემოციო ხალხია. არსებობს კიდევ ერთი კვლევა, სადაც ასევე ჩანს განსხვავება გამოხატვის წესებში. მკვლევართა ჯგუფმა გამოკითხა ადამიანები ამერიკაში, უნგრეთსა და პოლონეთში, რათა შეეფასებინათ როგორია მათი ემოციური ექსპრესია სამ სხვადასხვა სიტუაციაში: (1) მარტო, (2) ახლობელთა კომპანიაში - როგორიცაა ოჯახი და მეგობრები (3) „უცხოები“, მაგალითად პუბლიკა. აღმოსავლეთ ევროპელებმა, უფრო მეტად ვიდრე ამერიკელებმა, განაცხადეს, რომ მათთვის ნაკლებად მისაღებია უარყოფითი ემოციის გამოხატვა ჯგუფებში და ბევრად უფრო მისაღებია პოზიტიური ემოციის ჩვენება.

ალბათ არ არსებობს განვითარების ისეთი თეორია, რომელშიც კულტურის როლი ისე ნათლად და მრავლისმომცველადაა წარმოდგენილი, როგორც - ვიგოტსკის თეორიაში. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის ქცევის ტიპურ ასპექტებზე და იმაზე, თუ როგორ ვითარდება ეს ასპექტები სოციალურ დონეზე ისტორიის ჭრილში, ხოლო ინდივიდუალურ დონეზე - ონტოგენეტიკურად. მან გამოყო ექსტერნალური, ე.ი. გარეგანი ოპერაციების ინტერნალური, ე.ი. შინაგანი რეკონსტრუქცია, რომელიც იმთავითვე ინტერ-ინდივიდუალურ პროცესებს ინტრა-ინდივიდუალურად გარდაქმნის. უკეთ რომ გავიგოთ რისი თქმა სურდა პიაჟეს, მოვიყვანოთ ციტირება:“ თითოეული ფუნქცია ბავშვის კულტურული განვითარების პროცესში ორჯერ იჩენს თავს: პირველად სოციალურ დონეზე და შემდგომ - ინდივიდუალურ დონეზე. მაშასადამე, პირველად თავს იჩენს ადამიანებს შორის, ე.ი. ინტერფსიქოლოგიურად და მეორედ - თავად ბავშვის შიგნით, ე.ი. ინტრაფსიქოლოგიურად... უნდა აღინიშნოს, რომ ყველა უმაღლესი ფუნქცია ადამიანებს შორის რეალური ურთიერთობების შედეგს წარმოადგენს...“ ეს ციტატა ნათლად გვიჩვენებს იმასაც, რომ ადამიანის მენტალურ ფუნქციონირებას სოციალური საფუძველი  აქვს. ინდივიდს მხოლოდ იმ უმაღლესი მენტალური ფუნქციების მოპოვება შეუძლია, რომლებიც მის სოციოკუტურულ კონტექსტშია მოცემული. აქედან გამომდინარე, ადამიანის ქცევა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კულტურულად გაშუალებული.

ჩვეულებრივ, ითვლებოდა, რომ „კულტურულად გაშუალების„ თეორიას ზედმეტად ფართო თვალსაწიერი ჰქონდა. მაგალითად, ლურიამ შეისწავლა სილოგისტური აზროვნება ჯგუფებში, უზბეკეთში. ამ ადამიანებიდან ზოგიერთები  იყვნენ საერთოდ გაუნათლებულები, ზოგიერთებს (ფერმებში მცხოვრებლებს) კი შეზღუდული განათლება ჰქონდათ. კვლევის შედეგად ლურიამ დაადგინა, რომ გაუნათლებელ ადამიანებს აბსტრაქტული აზროვნება საერთოდ არ შეეძლოთ, მაშინ, როდესაც შეზღუდული განათლების მქონე პირებს ეს ასე თუ ისე გამოსდიოდათ. თუმცა, შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლურიას მიერ მიღებული შედეგები არც ისე ჭეშმარიტი იყო, კერძოდ, განსხვავება განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანებს შორის არც ისეთი დრამატული აღმოჩნდა, როგორც ეს მას ეგონა. ამ დამატებითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა რომ მთავარი განსხვავება მდგომარეობდა იმაში, ეს ადამიანები სილოგიზმების ამოხსნისას მხოლოდ ექსპერიმენტატორების მიერ მიცემულ მითითებებს ეყრდნობოდნენ, თუ საქმეში რთავდნენ საკუთარ, ემპირიულ ცოდნასაც.  ხშირი პასუხები, რომლებსაც იძლეოდნენ უზბეკელი რესპონდენტები, იყო ის, რომ მათ არ იცოდნენ პასუხი მარტივ სილოგიზმებზეც კი. ამის მიზეზად კი, ალბათ, ის უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ადამიანებს ადრე არასდროს ჰქონიათ შეხება მსგავსი ტიპის დავალებებთან, რასაც მათ ლურია აძლევდა.

„კულტურულად გაშუალებულობის“ თეორიის კიდევ ერთი წარმომადგენელია კოული (Cole). მისი აზრით, ბიოლოგიური ორგანიზმი და გარემო უშუალოდ არ ზემოქმედებენ, არამედ, მათი ინტერაქცია გაშუალებულია მესამე ფაქტორით - კულტურით. იგი ერთმანეთისგან ასხვავებს არა მარტო ორგანიზმსა და გარემოს, არამედ - ბუნებრივ გარემოსა და კულტურასაც. კოულისთვის, განვითარება ესაა, მრავალი დონის/ეტაპის ან დროის სკალების შემცველი კონცეფცია. ეს სკალებია: ფიზიკური სკალა, ფილოგენეტიკური სკალა, კულტურულ-ისტორიული სკალა (რომელშიც სოციალური ტრადიციები თავს იჩენს და ქრება), ონტოგენეტიკური სკალა და მიკროგენეტიკური სკალა. ეს უკანასკნელი სკალა (მიკროგენეტიკური) მოიცავს ინდივიდის აქ და ამჟამად არსებულ გამოცდილებას. ონტოგენეტიკური განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ სხვადასხვა სკალებისა, თუ ეტაპების ურთიერთობას. კოულის შეხედულებით ეს სკალები თავს იჩენენ არა მხოლოდ ბავშვობის ასაკში, არამედ უფრო გვიანდელ ასაკებშიც კი. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. Herskovits, Melville, J. 1973. Cultural Relativism: Perspectives in Cultural Pluralism. New York: Vintage Books.

2. Ruggiero, Vincent Ryan. 1973. The Moral Imperative: Ethical Issues for Discussion and Writing. New York: Alfred.

3. Holmes, Arthur F. 1984. Ethics. Downers Grove, IL: InterVarsity Press.

4. Sumner, William Graham. 1979. Folkways and Mores. New York: Schocken.

5. Kluckhohn, Clyde. 1944. Mirror For Man. Greenwick, CT: 

6. Cultural anthropology carol.r ember melvin ember (page215-219)

7. William A. Havilandcultural anthropology

8. raymond scupin cultural antropology

9. „ანთროპოლოგიის ენციკლოპედია“ - ჰ. ჯეიმზ ბირქსი

10. „ანთროპოლოგია“ – ქეროლ რ. ემბერი, მელვინ ემბერი, პიტერ ნ. პერეგრინი

11. Cultural Anthropology” William A. Haviland, University of Vermont.

12. Raymond Scupin “Cultural Anthropolgy” A Global Perspective. 13. Carol R. Ember, Melvin Ember “Cultural Anthropolgy”.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.britannica.com/science/cultural-anthropology/Status-of-contemporary-cultural-anthropology

http://sci-hub.cc/10.1525/can.2006.21.1.96

http://sci-hub.cc/10.1016/B0-08-044854-2/03016-9

http://anthropology.ru/ru/text/suro

va-ee/kulturnaya-antropologiya

http://www.culturedialogue.com/resources/library/schools/evolucionizmi.shtml

http://www.socium.ge/downloads/protosocteoria/naturalizmi-sociologiashi.pdf

http://www.socium.ge/downloads/samagistro/shevdivart_ra_info_erashi.pdf

http://www.discoveranthropology.org.uk/about-anthropology/fieldwork/ethnography.html

http://www-personal.umd.umich.edu/~delittle/Encyclopedia%20entries/Ethnology.htm

http://anthropology.ru/ru/text/surova-ee/kulturnaya-antropologiya

http://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780199766567/obo9780199766567-0003.xml?rskey=eDExf3&result=1&q=cultural+relativism#firstMatch

https://www.britannica.com/biography/Franz-Boas

http://www.culturedialogue.com/resources/library/schools/relativizmi.shtml

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=4919

https://www.andrew.cmu.edu/course/80-241/guided_inquiries/articles/cultural_rel.html

.http://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780199766567/obo-9780199766567-0045.xml

http://www.library.northwestern.edu/libraries-collections/evanston-campus/africana-collection/about-melville-j-herskovits

https://www.britannica.com/biography/Ruth-Benedict

http://www.psychologicalscience.org/index.php/uncategorized/cultural-psychology-studying-more-than-the-exotic-other.html