კოტოკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი კოტოკუ
孝徳天皇
იაპონიის 36-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 645
მმართ. დასასრული: 654
წინამორბედი: კოგიოკუ
მემკვიდრე: საიმეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 596
გარდ. თარიღი: 654 (58 წლის)
მეუღლე: პრინცესა ჰასიჰიტო
მამა: პრინცი ტინუ
დედა: პრინცესა კიბიცუ-ჰიმე

იმპერატორი კოტოკუ (იაპონ. 孝徳天皇) (დ. 596 — გ. 654) — იაპონიის 36-ე იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[2] კოტოკუ ქვეყანას 9 წელი მართავდა.[3]

ტრადიციული ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტოკუს ტახტზე ასვლამდე მას კარუდ ან პრინც კარუდ მოიხსენიებდნენ, ხოლო იმპერატორად გახდმოს შემდეგ — ოკინაგატარასი ჰირონუკა ნო მიკოტოდ.[4]

კოტოკუ იმპერატორ ბიდაცუს შთამომავალი იყო. მისი შვილები პრინც ტინუს და პრინცესა კიბიცუ-ჰიმეს იყვნენ, ხოლო მისი ღვიძლი და იმპერატორი კოგიოკუ იყო. კოგიოკუს და კოტოკუს მამა იმპერატორ ბიდაცუს შვილიშვილი იყო.

კოტოკუ ქვეყანას 645 წლის 12 ივლისიდან 654 წლმადე მართავდა. კოძიკი წერდა, რომ იმპერატორი მორწმუნე ბუდისტი იყო.

645 წელს იმპერატორმა ახალი ქალაქი ნანივა დააარსა, სადაც მდებარეობდა საზღვაო ფლოტი, განვითარებული ვაჭრობა და გამოიყენებოდა დიპლომატიური საქმიანობისთვის. მოგვიანებით კოტოკუმ დედაქალაქი იამატოდან ნანივაში გადაიტანა.

იმპერატორი 654 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი და კოგიოკუ ავიდა, ოღონდ ამჯერად საიმეის სახელით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  2. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  3. Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du Japon, pp. 37–38. Google წიგნებში
  4. Ponsonby-Fane, p. 8.