კორეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „კორეა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კორეა (მრავალმნიშვნელოვანი).
კორეა
한국
조선
{{ქვეყნის მონაცემები {{{სახელი}}}
ქვეყანა ნათ. ბრუნვაში}} მდებარეობა
დედაქალაქიფხენიანი (ჩრდილოეთ კორეა)
სეული (სამხრეთ კორეა)

კორეა (კორ. 한국 ან oკორ. 조선) — ნახევარკუნძული და რეგიონი აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც მოიცავს საკუთრივ კორეის ნახევარკუნძულს, კუნძულ ჯეჯუსა და რამდენიმე მცირე კუნძულს. რეგიონში ორი სუვერენული სახელმწიფო მდებარეობს - კორეის რესპუბლიკას (სამხრეთით) და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას (ჩრდილოეთით). რეგიონს ჩრდილო-დასავლეთით ჩინეთი (მანჯურია), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით - რუსეთი (პრიმორიეს მხარე) ესაზღვრება. ჩრდილოეთის საზღვარი მიუყვება მდინარეებს ამროკი (იალუძიანგი) და ტუმანი (ტუმენი). დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია ყვითელი და იაპონიის ზღვებით; სამხრეთით კი - კორეის სრუტით გამოყოფილია იაპონიისგან.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ და დასავლურ ენებში დამკვიდრებული სახელწოდება კორეა მომდინარეობს ძველკორეული სამეფოს, კოგურიოს, სახელწოდებიდან.[2]

თანამედროვე ეპოქაში ჩრდილო კორეაში მიღებულია ქვეყნის დასახელება — ჩოსონ (კორ. 조선, 朝鮮), ხოლო სამხრეთში — ჰანგუკ (კორ. 한국, 韓國). მომავალი გაერთიანებული კორეისათვის ასევე სახელწოდება კორიო (კორ. 고려, 高麗) განიხილება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელაშვილი გიორგი, კორეა - წარმატების ისტორია / გაკვეთილები საქართველოსთვის, თბილისი, 2021, ISBN 978-9941-8-3754-8.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]