კომუნისტი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზეთი კომუნისტი

„კომუნისტი“ — ყოველდღიური გაზეთი, საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. პირველი ნომერი გამოვიდა 1920 წლის 3 ივნისს თბილისში როგორც საქართველოს კპ ცენტრალური და თბილისის კომიტეტების ორგანო. 10 ნომრის გამოცემის შემდეგ გაზეთი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის დროს გაზეთი გამოდიოდა „საქართველოს კომუნისტის“ (21 ნომერი) სახელწოდებით. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 2 მარტიდან კვლავ „კომუნისტის“ სახელწოდებით გამოდიოდა.

„კომუნისტი“ ასახავდა საქართველოს სსრ ისტორიის ყველა მნიშვნელოვან პერიოდს, იბრძოდა სკკპ-სა და საჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. აშუქებდა პოლიტიკის, ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ლიტერატურის, ხელოვნების, განათლებისა და სხვა საკითხებს. გაზეთს ჰქონდა დამატებები - ჟურნალები „ჩირაღდანი“ (1923–1925), „მეცნიერება და ტექნიკა“ (1925–1926), „დროშა“ (1929–1934), გაზეთი „სოფლის მეურნეობა“ (1958). სხვადასხვა დროს „კომუნისტის“ რედაქტორები იყვნენ ი. (მამია) ორახელაშვილი, ფ. მახარაძე, ა. ქურიძე (ს. ეული), ვ. სუხიშვილი, ა. თუმანოვი, ვ. ბახტაძე, გ. მუშიშვილი (გ. ხოფერია), ნ. კიკნაძე, დ. მჭედლიშვილი, გ. ბედინეიშვილი. 1950 წელს დაარსების 30 წლისთავთან დაკავშირებით „კომუნისტი“ დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ტირაჟი 700 ათ. ცალი (1980). გაზეთმა თავისი არსებობა შეწყვიტა ...

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]