კლემენტ ეტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლემენტ ეტლი
კლემენტ ეტლი
კლიმენტ ეტლი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 1945 – 26 ოქტომბერი, 1951
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედიუინსტონ ჩერჩილი
მემკვიდრეუინსტონ ჩერჩილი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 1942 – 23 მაისი, 1945
პრემიერ-მინისტრიუინსტონ ჩერჩილი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეჰერბერტ მორისონი

ოპოზიციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1951 – 25 ნოემბერი, 1955
პრემიერ-მინისტრიუინსტონ ჩერჩილი
ენტონი იდენი
წინამორბედიუინსტონ ჩერჩილი
მემკვიდრეჰერბერტ მორისონი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 1935 – 25 ნოემბერი, 1955
წინამორბედიჯორჯ ლენსბერი
მემკვიდრეჰიუ გეითსქელი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 1932 – 25 ოქტომბერი, 1935
წინამორბედიჯონ რობერტ კლაინზი
მემკვიდრეარტურ გრინვუდი

დაბადებული3 იანვარი, 1883
პატნი, ინგლისი, გაერთიანებულისამეფო
გარდაცვლილი8 ოქტომბერი, 1967 (84 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)
მეუღლევაიოლეტ მილარი (1922–1964)
შვილები4
პროფესიაიურისტი

კლემენტ ეტლი (ინგლ. Clement Attlee; დ. 3 იანვარი, 1883, პატნი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო— გ. 8 ოქტომბერი, 1967) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1945–1951 წლებში ეკავა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო 1935–1955 წლებში. ეტლი პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ეკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობა, უინსტონ ჩერჩილის დროს. კლემენტი ლიდერობდა ლეიბორისტებს 1945 და 1950 წლების არჩევნებში გამარჯვების დროს. იგი პირველი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელსაც ეს თანამდებობა სრული ხუთი წლის ვადით ეკავა. აგრეთვე, კლემენტი ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის, 20 წლის, განმავლობაში მეთაურობდა ლეიბორისტებს.

პირველად პარლამენტში 1922 წელს აირჩიეს, ლაიმჰაუსიდან. 1931 წელს გახდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, რემსი მაკდონალდის მოადგილე. 1935 წელს დაიკავა პარტიის ლიდერის პოსტი. თავდაპირველად, ეტლი პაციფიზმის მომხრე იყო, მაგრამ 1938 წელს ის მწვავედ აკრიტიკებდა ნევილ ჩემბერლენის მცდელობებს ადოლფ ჰიტლერის შესაჩერებლად. 1942 წელს პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა კლემენტ ეტლი დანიშნა თავის მოადგილედ. ჩერჩილის მოადგილეობის პერიოდში კლემენტი უფრო მეტად პარლამენტის ორგანიზაციულ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა. 1945 წლის მაისში ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, კოალიციური მთავრობა დაიშალა. ორი თვის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ სენსაციურად დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევებში და კლემენტ ეტლი პრემიერ-მინისტრი გახდა.

კლემენტ ეტლი ხელმძღვანელობდა მთავრობას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მისი მმართველობის პერიოდში გატარდა ბევრი სოციალური რეფორმა, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. აგრეთვე, შეიქმნა ჯანდაცვის ეროვნული სამსახური. ინდოეთმა, პაკისტანმა, მიანმამ და შრი-ლანკამ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. კლემენტმა ხელი შეუწყო ნატოს შექმნას, რათა ევროპულ ქვეყნებს ებრძოლათ სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ. კლემენტ ეტლიმ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ისრაელ-არაბეთის 1947–1949 წლების ომში. 1950 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კლემენტმა გაგზავნა ბრიტანეთის სამხედრო ძალები კორეის ომში საბრძოლველად. 1951 წლის არჩევნებში ლეიბორისტებმა მარცხი განიცადეს. გაიმარჯვა კონსერვატიულმა პარტიამ და პრემიერ-მინისტრი კვლავ უინსტონ ჩერჩილი გახდა. ამის შემდეგ, კლემენტ ეტლი რჩებოდა ლეიბორისტთა ლიდერად, მაგრამ 1955 წლის არჩევნებში დამარცხების შემდგომ, ეს თანამდებობაც დატოვა.

ეტლი გარდაიცვალა ძილში, პნევმონიით, 1967 წლის 8 ოქტომბერს, უესტმინსტერის საავადმყოფოში. მის დაკრძალვას ორი ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის კენტის ჰერცოგი, დედოფლის ოფიციალური წარმომადგენელი. მისი სხეული დაწვეს და შემდეგ ფერფლი უესტმინსტერის სააბატოში დაასაფლავეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Addison, Paul. No Turning Back: The Peaceful Revolutions of Post-War Britain (2011) excerpt and text search
  • Brady, Robert A. (1950). Crisis in Britain. Plans and Achievements of the Labour Government.... University of California Press. , detailed coverage of nationalisation, welfare state and planning.
  • Crowcroft, Robert, and Kevin Theakston. "The Fall of the Attlee Government, 1951." in Timothy Heppell and Kevin Theakston, eds. How Labour Governments Fall (Palgrave Macmillan UK, 2013). PP 61-82.
  • Francis, Martin. Ideas and policies under Labour, 1945-1951: building a new Britain (Manchester UP, 1997).
  • Golant, W. "The Emergence of CR Attlee as Leader of the Parliamentary Labour Party in 1935." Historical Journal 13#2 (1970): 318-332. in JSTOR

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]