კიოტოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიოტოს უნივერსიტეტი
დევიზი 自由の学風
დაფუძნდა 1 მაისი, 1869
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი, comprehensive university და academic publisher
თავმჯდომარე Nagahiro Minato[1] [2] [3]
სტუდენტი 22 455[4]
ქალაქი კიოტო
ქვეყანა იაპონია
კავშირები IIIF Consortium[5] , Dryad[6] , arXiv[7] , ORCID[8] და Open Education Global[9]
აფილაცია Kansai Big Six Baseball League
კიოტოს უნივერსიტეტი — იაპონია
კიოტოს უნივერსიტეტი
www.kyoto-u.ac.jp

კიოტოს უნივერსიტეტი (იაპ.: 京都大学, Kyōto Daigaku; აბრევ. 京大, Kyōdai) კიოტოში, იაპონია, სიძველით მეორე უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, დაახ. 22.000 სტუდენტით წელიწადში. უნივერსიტეტს ისტორიულად უძლიერესი შემოქმედებითი კვლევის გუნდი ჰყავს. აქ მდებარეობს ასევე კიოტოს სკოლის ფილოსოფოსთა ჯგუფი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის პირველი დაწესებულება ქიმიის სკოლა იყო (舎密局, Seimi-kyoku), რომელიც 1869 წელს დაფუძნდა და სახელის მიუხედავად აქ ფიზიკასაც ასწავლიდნენ. მოგვიანებით 1886 წელს მესამე უმაღლესი სკოლა დაფუძნდა (第三高等学校, Dai-san Kōtō Gakkō) სეიმი-კიოკუს ნაცვლად და უნივერსიტეტის დღევანდელ კამპუსზე გადმოინაცვლა იმავე წელს.

კიოტოს იმპერიული უნივერსიტეტი (京都帝国大学, Kyōto Teikoku Daigaku) იმპერიულ უნივერსიტეტთა სისტემაში 1897 წელს დაფუძნდა მესამე უმაღლესი სკოლის შენობებში. თავად უმაღლესი სკოლა ქუჩის მოპირადაპირე მხარეს გადავიდა იოშიდას სამხრეთ კამპუსზე. უნივერსიტეტის დაფუძნების წელსვე შეიქმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კოლეჯი. იურისპრუდენციისა და სამართლის და ასევე სამედიცინო კოლეჯები 1899 წელს ჩამოყალიბდა, წერილთა კოლეჯი 1906-ს, რითაც უნივერსიტეტის საქმიანობა ნატურალურ მეცნიერებათა სფეროს გასცდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიოტოს უნივერსიტეტი დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა, შეუერთდა რა იმპერიულ უნივერსიტეტსა და მესამე უმაღლეს სკოლას, რომელშიც ასევე შედიოდა ლიბერალურ ხელოვნებათა ფაკულტეტი (教養部, Kyōyōbu). ეს ფაკულტეტი 1992 წელს ჰუმანიტარულ საგანთა ინტეგრირებულ ფაკულტეტს (総合人間学部, Sōgō Ningen Gakubu) შეუერთდა.

2004 წლიდან კიოტოს უნივერსიტეტი ეროვნულ უნივერსიტეტთა კორპორაციის წევრია ახალი კანონით, რომელიც ყველა ეროვნულ უნივერსიტეტს არეგულირებს.

კორპორაციაში გაერთიანების მიუხედავად (რაც მას გაზრდილ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ავტონომიას აძლევს), კიოტოს უნივერსიტეტი კვლავაც იაპონიის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია ნაწილობრივ.

უნივერსიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტია კაძუო ოიკე.

გამოჩენილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასაათე კოშკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.kyoto-u.ac.jp/en/about/president/profile.html
  2. https://www.kyoto-u.ac.jp/sites/default/files/embed/jaaboutoperationsenkoudocuments27senkoukekka.pdf
  3. https://warp.ndl.go.jp/info:ndljp/pid/12287224/www.kyoto-u.ac.jp/sites/default/files/embed/jaaboutoperationsenkoudocuments27senkoukekka.pdf
  4. https://www.kyoto-u.ac.jp/sites/default/files/inline-files/KyotoU_factsandfigures2022_5-c94120b5669ce1b8e4bff31cb6089f24.pdf
  5. http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
  6. https://datadryad.org/stash/our_community
  7. Our Members / Tier 1
  8. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  9. https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/