კვიპაროზისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვიპაროზისებრნი
Sequoiadendron giganteum
Sequoiadendron giganteum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  Pinopsida
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
ლათინური სახელი
Cupressaceae

კვიპაროზისებრნი (ლათ. Cupressaceae) — წიწვოვან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქები ან ხეებია. აქვთ ქერქლისებრი ან ნემსისებრი ფოთლები (წიწვები). მამრობითი გირჩა პატარა და მოკლე ყლორტის წვერზე ზის. მწიფე გირჩა გახევებულია, იშვიათად ხორცოვანი და კენკრას წააგავს. მტვრის მარცვლებს არ აქვს საჰაერო პარკი.

ოჯახში თავმოყრილია 20 გვარის 145 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. ბაღებსა და პარკებში მოშენებულია კვიპაროზი, ღვია, ბიოტა და სხვა. მათ მერქანს იყენებენ ავეჯის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]