კერნავე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კერნავე (ლიეტ. Kernavė) — ძველი ლიეტუველების დედაქალაქი თანამედროვე შირვინტოსის რაიონში, ვილნიუსიდან დასავლეთით 50 კმ-ში. მამასახლისთა ადმინისტრაციული ცენტრი, დღევანდელი მოსახლეობა შეადგენს - 307 ადამიანს (2001 წლის აღწერა).

XIII საუკუნეში კერნავე წარმოადგენდა მსხვილ ქალაქს, სადაც 5 ციხესიმაგრე იყო აშენებული. დღეისათვის კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, ყოფილი ქალაქის ადგილას კი ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი. ამის მიუხედავად, ეს დასახლება ტურისტებისათვის დღემდე მიმზიდველია. 2004 წელს კარნავე იუნესკომ შეიტანა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიუბილეო მონეტა, მიძღვნილი კერნავესთვის

წერილობით წყაროებში სახელის პირველი ხსენება (ლივონიის გარითმულ ქრონიკებში) 1279 წელს ხდება. გვხვდება ვერსიები Kernowe (1279 წ.), Kernow (1365 წ.), კერნოვო (XVI საუკუნე), კერნოვ (1689 წ.). „კერნავე“ მომდინარეობს მდ. კიარნავეს სახელიდან, რომელიც მდინარე ვილიას (ნერისი) მარჯვენა შენაკადია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1137
ინგლ.რუს.ფრ.