კამბეის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამბეის ყურე ან ჰამბჰატის ყურე (ჰინდი: खंभात की खाड़ी) — არაბეთის ზღვის ყურე ინდოეთის შტატ გუჯარათში. მისი გარშემოწერილობა შეადგენს 130 კმ. ის ერთმანეთისგან გამოჰყოფს დასავლეთით კატჰიავარის ნ/კ-ს აღმოსავლეთით დანარჩენი გუჯარათისგან. კამბეის ყურეში ჩაედინება მდინარე ნარმადი, საბარმატი და ტაპტი. თავად ყურე არ არის ღრმა. ეს იწვევს სანაპირო ხაზის დიდ ცვლილებებს ზღვის მიქცევებსა და მოქცევებს სორის პერიოდში.

ის უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მისი პორტები ინდოეთის შედა ნაწილებს აერთებს ინდოეთის ოკეანის სავაჭრო-საზღვაო გზებთან. ისტორიულად ცნობილი პორტებია ბჰარუჩი, სურატი, ჰამბჰატი, ბჰავნაგარი, დამანი. ბჰარუჩი იყო ცნობილი უმეტესად ანტიკურ ეპოქაში, ჰამბჰატი — შუა საუკუნეებში. დიდ მოგოლთა იმპერიაში მნიშვნელოვანი საპორტო ადგილი დაიკავა სურატმა.

კამბეის ყურის შემოგარენში იდნურ ცივილიზაციასთან დაკავშირებულ უძველესი ნამოსახლარების აღმოჩენა მოხდა 2002 წელს. ეს იყო ლოთალის დასახლება.

კარბონიზებული ხის ნაჭრის ასაკი განისაზღვრა 9 500 წლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]