კალმარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალმარები
Loligo vulgaris
Loligo vulgaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  თავფეხიანები
რიგი:  ათფეხიანები
ქვერიგი:  კალმარები
ლათინური სახელი
Teuthoidea

კალმარები (ლათ. Teuthoidea) — თავფეხიანი მოლუსკების ქვერიგი ათფეხიანთა რიგისა. მათი უმრავლესობის სხეულის სიგრძე 0,25-0,5 მ აღწევს. არიან გიგანტებიც. კალმარებს წაგრძელებული, ტორპედოსებრი სხეული აქვთ. სწრაფად მოძრაობენ. წყლიდან 7 მ სიმაღლემდე შეუძლიათ ამოხტომა. აქვთ კარგად განვითარებული ფარფლები, 10 საცეცი (ანუ „ხელები“), დიდი თვალები. ბინადრობენ წყლის სიღრმეში. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკულ ზღვებში. ბინადრობენ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ბერინგის სრუტეში, ოხოტისა და იაპონიის ზღვებში. იკვებებიან თევზით და უხერხემლო ცხოველებით. კვერცხებს დებენ მოცურავე საგნებზე. კალმარებს საკვებად იყენებენ როგორც ნედლად, ისე დაკონსერვებულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]