იყალთოს აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია — უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნეებში საქართველოში. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. ქართული აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]