იუსტინე II (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუსტინე II
Flavius Justinus Junior Augustus

მონეტები იუსტინე II-ის გამოსახულებით
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 565
მმართ. დასასრული: 578
წინამორბედი: იუსტინიანე I
მემკვიდრე: ტიბერიუს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 520
გარდ. თარიღი: 578
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: სოფია
შვილები: არაბია
დინასტია: იუსტინიანიდების
დედა: ვიგილანტია

იუსტინე II (დ. 520 — გ. 5 ოქტომბერი, 578) — ბიზანტიის იმპერატორი 565-578 წლებში. იყო იუსტინიანე I-ის დისწული. იგი ადრე სასახლის დაცვას ხელმძღვანელობდა. იუსტინიანე I-ის სიკვდილის შემდეგ გახდა იმპერატორი. გამოირჩეოდა თავხედობით, სულმოკლეობით, მომხვეჭელობითა და თავაშვებულობით. მან დაკარგა იტალია (569), დამარცხდა სპარსელებთან (574). მეუღლის სოფია-ს რჩევით იშვილა ტიბერიუსი და თანამმართველად გამოაცხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ბიზანტიური ცივილიზაცია“, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006 წელი.
წინამორბედი:
იუსტინიანე I
ბიზანტიის იმპერატორი
565 - 578
შემდეგი:
ტიბერიუს II