იურული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იურული პარკი
შემქმნელი მაიკლ კრაიტონი
ორიგინალური ნამუშევარი „იურული პარკი“ (1990)
მფლობელი
გამოცემები
რომან(ებ)ი
კომიქსები
სია
  • Topps-ის კომიქსები
    • „Jurassic Park #0–4“ (1993)
    • „Jurassic Park: Raptor #1–2“ (1993)
    • „Jurassic Park: Raptors Attack #1–4“ (1994)
    • „Jurassic Park: Raptors Hijack #1–4“ (1994)
    • „Jurassic Park: Annual #1“ (1995)
    • „Return to Jurassic Park #1–9“ (1995)
    • „The Lost World: Jurassic Park #1–4“ (1997)
    IDW-ის კომიქსები
    • „Jurassic Park: Redemption #1–5“ (2010)
    • „Jurassic Park: The Devils in the Desert #1–4“ (2011)
    • „Jurassic Park: Dangerous Games #1–5“ (2011)
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი
მოკლემეტრაჟიანი ფილმ(ებ)ი
  • „Lego Jurassic World: The Indominus Escape“ (2016)
  • „Lego Jurassic World: Employee Safety Video“ (2016)
  • „Lego Jurassic World: Rescue Blue“ (2018)
თამაშები
ვიდეო თამაშ(ებ)ი ვიდეო თამაშების სია
აუდიო
საუნდტრეკ(ებ)ი
სხვადასხვა
თემატური პარკების ატრაქციონები
  • Jurassic Park: The Ride (1996)
  • Canopy Flyer (2010)
  • Dino-Soarin' (2010)
  • Jurassic Park Rapids Adventure (2010)
  • The Flying Dinosaur (2016)
ოფიციალური საიტი
jurassicworld.com

„იურული პარკი“ (ინგლ. Jurassic Park) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მედია ფრენჩაიზი. სიუჟეტის ცენტრშია მეცნიერთა მომაკვდინებელი მცდელობა შექმნან გასართობი პარკი, დასახლებული კლონირებული დინოზავრებით. ფილმზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1990 წელს კომპანიებმა Universal Pictures და Amblin Entertainment მოიპოვეს მაიკლ კრაიტონის რომანის საავტორო უფლებები.[1]

წიგნს დიდი წარმატება ჰხვდა წილად, ისევე როგორც სტივენ სპილბერგის 1993 წლის კინოადაპტაციას, რომელსაც მოჰყვა ოთხი გაგრძელება, თუმცა რომანის მოტივებზე გადაღებულია სერიის მხოლოდ პირველი და მეორე ფილმი. 1993 წლიდან ფრენჩაიზის მოიტვებზე შექმნილია უმრავი ვიდეო თამაში. აგრეთვე შეიქმნა სერიაზე დაფუძნებული რამდენიმე თემატური პარკების ატრაქციონი: Jurassic Park: The Ride (1996), Canopy Flyer (2010), Dino-Soarin' (2010), Jurassic Park Rapids Adventure (2010), The Flying Dinosaur (2016).

2011 წლის 25 ოქტომბერს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა ტრილოგიის DVD და Blu-ray ვერსია.[2] 2013 წლის 5 აპრილს გამოვიდა ფილმის ხელახალი გამოცემა 3D-ში.[3]

მეოთხე ნაწილის, „იურული სამყაროს“ გამოსვლა დაგეგმილი იყო 2005 წელს,[4] მაგრამ მასზე მუშაობა რამდენიმეჯერ შეწყდა და საბოლოოდ ფილმმა მზის შუქი იხილა 2015 წლის ივნისში.[5] ის იქცა პირველ ფილმად, რომლის შემოსავალმა პირველ შაბათ-კვირას 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[6] ხოლო მთლიანი შემოსავალი 1.6 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ხდის მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად მსოფლიოში.[7] 2016-2018 წლებში გამოვიდა სერიაზე დაფუძნებული Lego-ს სამი ანიმაციური ფილმი: „Lego Jurassic World: The Indominus Escape“, „Lego Jurassic World: Employee Safety Video“ და „Lego Jurassic World: Rescue Blue“

2018 წლის ივნისში გამოვიდა სერიის მეხუთე ნაწილი „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.[8][9] 2021 წლის 11 ივნისისთვის დაგეგმილია მეექვსე ფილმის გამოცემა, რომლის სავარაუდო სახელწოდება იქნება „იურული პარკი 3“.[10][11] დღეის მონაცემებით, ფრენჩაიზის მთლიანი შემოსავალი შეადგენს 7 მილიარდ აშშ-დოლარს.

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი რეჟისორი კინოკომპანია 1 კინოკომპანია 2
1993 „იურული პარკი“ სტივენ სპილბერგი Universal Studios Amblin Entertainment
1997 „დაკარგული სამყარო: იურული პარკი“
2001 „იურული პარკი III“ ჯო ჯონსტონი
2015 იურული სამყარო კოლინ ტრევოროუ Legendary Pictures, Universal Studios
2018 იურული სამყარო: დაცემული სამეფო ხუან ანტონიო ბაიონა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DVD Production Notes
  2. Shaffer, R.L.. (25 ოქტომბერი, 2011) Jurassic Park: Ultimate Trilogy Blu-ray Review. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2018.
  3. Jurassic Park Re-release. The Hollywood Reporter. Universal. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2012.
  4. McNary, Dave; Diorio, Carl (22 დეკემბერი, 2002). „Early-bird specials“. Variety. ციტირების თარიღი: 2014-12-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Nancy Tartaglione. (15 ივნისი, 2015) 'Jurassic World' Historic Global Bow Hits $524.4M; $315.6M Intl; Bests Franchise Lifetime In 25 Territories – Update. (Penske Media Corporation). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2015.
  6. Acuna, Kirsten. (14 ივნისი, 2015) 'Jurassic World' is the first movie ever to crack $500 million in its opening weekend. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2018.
  7. Ginnekin, Van. Screening Difference: How Hollywood's Blockbuster Films Imagine Race. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2017.
  8. Karmali, Luke. (13აგვისტო, 2015) Jurassic World Sequel Opening in UK Cinemas Before US. ციტირების თარიღი: აგივსტო, 27, 2015
  9. Rebecca Ford. (23 ივლისი, 2015) 'Jurassic World 2' Set for 2018. The Hollywood Reporter. (Prometheus Global Media). ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2015.
  10. Jurassic World 3 will be released June 11, 2021. Facebook (21 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2018.
  11. Squires, John. (21 თებერვალი, 2018) Life Continues to Find a Way as 'Jurassic World 3' is Already Dated for Release!. ციტატა: „Variety is reporting that Jurassic World 3, which surely won't actually be the official title, will be hitting theaters on 11 ივნისი, 2021, three years after Fallen Kingdom.“ ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2018.